გაიგეთ, რომელია თქვენი ქვა ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძის ნიშნის ბედნიერ ქვად ითვლება ალმასი (ბრილიანტი) და ლალი.
ალმასი – ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ლამაზი კეთილშობილი ქვაა, იგი უმანკოების, სიმტკიცისა და სიმამაცის, აგრეთვე ტკივილზე და ავადმყოფობაზე გამარჯვების სიმბოლოა.
ალმასი ამცირებს მრისხანებისა და ავხორცობისადმი მიდრეკილებას, ანიჭებს ძალასა და საკუთარი თავის რწმენას.
ამ ქვას მიაწერდნენ სასწაულმოქმედ თავისებურებებსა და განსაკუთრებულ, უჩვეულო ძალას. მას მოაქვს წარმატება ყველა საქმეში, იცავს ავადმყოფობისა და ჭრილობებისგან, ანიჭებს მამაცობასა და მხნეობას, იცავს გათვალვისა და ბოროტი ძალებისაგან, უზრუნველყოფს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
თუ ქალს ხელთ ალამსი აქვს, მარტივად ასრულებს მშობიარობის პროცესს. მას, ვინც ალმასს ატარებს, არ უნდა ეშინოდეს მეხის, იგი დაცულია ჭექა-ქუხილისა და უსიამოვნო სიზმრებისაგან.
როგორც თილისმას, ბრილიანტს მარცხენა ხელზე ან კისერზე ატარებენ, მაგრამ ბუდე, რომელშიც ჩასმულია ქვა, არ უნდა აფერხებდეს მის უშუალოდ შეხებას კანთან, ამ შემთხვევაში ქვის მოქმედება ძლიერდება. ალმასს (ბრილიანტს) გააჩნია სასიკეთო ძალა იმ შემთხვევაში, თუ მას ჩუქნიან, ან გადადის მემკვიდრეობით, ანუ თუ მფლობელს ერგო პატიოსანი გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგო შესაძლოა, პირიქით, უბედურების მომტანიც კი გახდეს.
ლალი – ლამაზი წითელი ქვაა მეწამული ანარეკლით, იგი მგზნებარე და ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოა, მოაქვს ბედნიერება სიყვარულში. მას, ვისაც სურს მიიღოს საპასუხო გრძნობა, უნდა აჩუქოს პარტნიორს ალისფერი ლალის ქვა, ან მისგან დამზადებული ლამაზი ნივთი.
კეთილი ადამიანი, რომელიც ფლობს ლალს, კიდევ უფრო კეთილი ხდება, ბოროტი კი ნამდვილ ურჩხულად გადაიქცევა ხოლმე, კეთილშობილი და ვაჟკაცური ბუნების ადამიანები, რომლებიც ამ ქვას ფლობენ, აღწევენ წარმატებებს და ხშირად განიცდიან გამარჯვების სიხარულს.
ლალი იცავს მეხისგან, წყალდიდობისგან, შხამებით მოწამვლისაგან. მასვე მიაწერენ თვისებებს, შეაჩეროს სისხლდენა, უმკურნალოს ჭრილობებსა და ეპილეფსიას. შეუძლია, უკუაგდოს ბოროტი ძალები და გაწმინდოს ჰაერი, რომელიც დაბინძურებულია ეპიდემიური მიკრობებისაგან.
ლალს გააჩნია გამუქების უნარი, თუ იგი გამუქდა, ე.ი. მის მფლობელს საფრთხე ემუქრება.
მათთვის, ვინც დაბადებულია ვერძის ნიშანში, ბედნიერების მომტანია ძოწიც.


ადამიანებს, რომლებიც დაბადებულნი არიან კუროს ნიშნის ქვეშ, ხელს უწყობენ და მფარველობენ ცის ფერი ქვები, ფირუზი და საფირონი.
ფირუზი – ლურჯი ფერის ძვირფასი ქვაა, რომელიც თილისმად ითვლება და ეხმარება ადამიანებს გრძნობების გამოვლენაში. იგი ერთგული და უღალატო სიყვარულის სიმბოლოა, მოაქვს ბედნიერება და ხელს უწყობს პარტნიორების ან მეუღლეების შერიგებას.
ძველი გადმოცემით, თუ ქალს სურდა, თავისი რჩეული მამაკაცის ყურადღება მიეპყრო, მის ტანსაცმელში, შეუმჩნევლად მცირე ზომის ფირუზის ნატეხი უნდა ჩაეკერებინა. ეს ქვა ძალიან სასარგებლოა გოგონებისთვის 20 წლის ასაკამდე, ხოლო ქალებისთვის, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია (გათხოვილი და გაუთხოვარი), არ არის რეკომენდებული ფირუზის ბეჭდის ან სხვა მორთულობის ტარება.
ფირუზი შემრიგებელი, ოჯახში მშვიდობის დამამყარებელი ქვაა, რომელიც კონფლიქტის გარეშე ასრულებს ყოველგვარ კამათს, თუმცა მას უბედურება მოაქვს მათთვის, ვინც არ იცავს მორალურ მცნებებს.
ეს ქვა სამკურნალო თვისებებსაც ფლობს, ვერცხლში ჩასმული ფირუზი ეხმარება მათ, ვისაც უძილობა და ღამის კოშმარები ტანჯავს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, შვებას აძლევს ბოტკინით დაავადებულ ადამიანებს. ფირუზის ცქერა ყოველ დილით აუმჯობესებს მხედველობას.
საშიშროების ან ავადმყოფობის დროს, ფირუზისთვის დამახასიათებელია ფერის შეცვლა (გაფერმკრთალება).
საფირონი – ულამაზესი ძვირფასი ქვაა, იგი ერთგულების, სიბრძნისა და მოკრძალების სიმბოლოა. საფირონი შეყვარებულებისა და ახალდაქორწინებულების, აგრეთვე სიბრძნის თილისმად მიიჩნევა. ეს ქვა აღძრავს შემეცნების სურვილს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს კეთილგონიერებასა და საღად განსჯის უნარს. იფარავს თვალთმაქცობისა და შურისაგან, იცავს მელანქოლიისგან, ახალისებს გრძნობებს, იწვევს ბედის კეთილგაწყობას და გარშემომყოფთა სიმპატიას.
საფირონი ზღვის მოგზაურთა ქვადაც ითვლება, რომელიც წინ აღუდგება ხოლმე ხომალდების დაღუპვას და იწვევს საჭირო მიმართულების ქარს. იცავს მუხანათობისგან და აძლევს ძალას დაქანცულ ადამიანებს.
ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ გულის დაავადებები, ასთმა და ნევრალგია, რეკომენდებულია მარცხენა ხელზე ატარონ საფირონის თვლიანი ბეჭედი ან სამაჯური.
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის არ არის რეკომენდებული ქარვის ტარება.


ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ბედნიერ ქვებად მიიჩნევა აგატი, ქრიზოპრაზი და ბერილი.
აქატი –  ნახევრად ძვირფასი, მრავალფეროვანი შეფერილობის ქვაა, მისი მარცხენა ხელზე ტარება, გაღიზიანებისა და ავსიტყვაობის გადალახვაში ეხმარება მფლობელს. აგრეთვე იცავს გათვალვისგან, შხამისგან და სხვა უსიამოვნებებისგან.
აგატი მის მფლობელს ანიჭებს არა მარტო ძალას, არამედ მჭევრმეტყველების უნარს, ამახვილებს მხედველობას, კლავს წყურვულის გრძნობას და თავიდან აცილებს ქარიშხალს და მეწყერსაც კი. ამ ქვის ტარება მიღებულია გლოვის დროსაც კი.
აგატის მძივების ტარება რეკომენდებულია ქრონიკული ხველის, კბილებისა და ყელის ტკივილის დროს.
ქრიზოპრაზი – მოცისფრო – მომწვანო, მუქი მწვანე ან ზურმუხტისფერი-მომწვანო ფერის ქვაა. იგი საქმიანი ადამიანებითვის ყველა საუკეთესო თილისმად მიიჩნევა. ქვა, რომელიც ოქროს ბუდეშია ჩასმული, იცავს უპატიოსნო კონტაქტებისგან, სავაჭრო ურთიერთობებში საეჭვო გარიგებებისგან და მატერიალური ზარალისგან.
ამას გარდა, ქრიზოპრაზი ითვლება გათვალვის, შურისა და ცილისწამების საწინააღმდეგო საშუალებადაც. მას მოაქვს სიმშვიდე, ეხმარება ნერვული და თვალის დაავადებების დროს.
ბერილი – ცისფერი ფერის ქვაა, რომელსაც მოაქვს ბედნიერება ისეთ საქმეებში, რომელიც გრძნობებთან და გულთანაა დაკავშირებული. იგი ხელს უწყობს გრძნობების მუდმივობას, ხდის ადფამიანს სიცოცხლისმოყვარულს, მხიარულსა და ხალისიანს.
ადამიანებისთვის, რომლებიც დაბადებული არიან ტყუპების ნიშნის ქვეშ, არ არის რეკომენდებული ძვირფასეულობა, რომელიც ნეფრიტისგან არის დამზადებული.


კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თილისმად მიიჩნევა მთვარის ქვა, ზურმუხტი, მარგალიტი, ქრიზობერილის სახეობა, რომელიც ვეფხვის (კატის) თვალითაა ცნობილი.
მთვარის ქვა (სელენიტი) – მთვარის ველების მაგიური ძალის სიმბოლოა, ამიტომ იგი ითვლება სავსე მთვარის დროს და ორშაბათს (დღე, რომელიც იმართება მთვარის მიერ) დაბადებული ადამიანებისთვის ყველაზე შესაფერის ამულეტად.
ქვა ეხმარება სასიყვარულო საქმეებში, ხელს უწყობს წინააღმდეგობების გადალახვას ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე. რთული სიტუაციების დროს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანიჭებს მჭევრმეტყველებისა და დარწმუნების უნარს.
რეკომენდებულია ვერცხლის ბუდეში ჩასმული მთვარის ქვის ტარება, ნერვული დაავადებების დროს.
ზურმუხტი – მწვანე ფერის ძვირფასი ქვაა, რომელსაც შეუძლია, ნათელი მოჰფინოს მომავლის საიდუმლოს და გონება გაუნათოს მფლობელს. იგი ათავისუფლებს მოწყენილობისა და აკვიატებული აზრებისგან, ფანტავს ცუდ სიზმრებს. იცავს ღალატისგან სიყვარულში, ამაგრებს გულს, აქრობს ნაღველს, იცავს ბოროტი ძალებისგან.
ზურმუხტი ითვლება მძლავრ თილისმად, იგი აუმჯობესებს მხედველობას და მიიჩნევა შხამიანი ცხოველებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად.
ეს არის აგრეთვე სიბრძნის, ცივსისხლიანობისა და იმედის ქვა. ის, ვინც მუსმივად ატარებვს ზურმუხტს, ხანგრძლივად ცოცხლობს და თითქმის ყოველთვის კარგ განწყობაზეა. ოქროს ბუდეში ჩასმული ზურმუხტი იცავს ღალატისა და ტყუილისგან.
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ლაზურიტის, ონიქსისა და ძოწის ტარებას.


ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, საუკეთესოდ მიიჩნევა ყვითელი ფერის ქვები – ქარვა, ქრიზოლითი, ოლივინი, ტოპაზი.
ქარვა – ამ ძვირფას ქვას მიაწერენ მრავალი დაავადების (კანის, ყელის, რევმატიზმის, ფარისებრი ჯირკვლის და ა.შ) საწინააღმდეგო მოქმედებას. იგი იცავს ჯადოსა და ავი თვალისაგან. ასევე ხსნის უჰაერობის შეგრძნებასა და გულის აჩქარებას, აჩერებს სისხლდენას. თუ  ფეხმძიმე ქალი ქარვის სამკაულს ატარებს, მისი მშობიარობა უფრო მარტივად მიმდინარეობს.
ქარვას მოაქვს ძალა და ჯანმრთელობა ახალდაბადებულთათვის. დაუმუშავებელი ქარვის ნატეხის ბალიშის ქვეშ ამოდების, ან საწოლზე ჩამოკიდების შემთხვევაში, იგი ხსნის უძილობას.
ქრიზოლითი – მოყვითალო-მომწვანო ფერის ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომელსაც მოაქვს მშვიდი ძილი, უკუაგდებს ღამის კოშმარებს, კურნავს ენის დაბმას. ოქროს ბუდეში ჩასმული ქრიზოლითი, აძლიერებს მფლობელის სულიერ ძალებს და იძლევა მომავლის განჭვრეტის საშუალებას. ამიტომ ქრიზოლითის ქვის თვლით დამშვენებულ ოქროს ბეჭდებს ხშირად ატარებდნენ ასტროლოგები და წინასწარმეტყველები.
ოლივინი – ქრიზოლითის მრავალსახეობაა, იგი უზრუნველყოფს გარშემომყოფთა სიმპათიას და წარმატებებს საქმიანობაში, იცავს ქონებას ხანძრისგან, ქურდობისგან და სხვა მოვლენებისგან.
ტოპაზი – ყვითელი, ნახევრად გამჭვირვალე ქვაა, რომელიც ეხმარება უფროსების კეთილგანწყობის მოპოვებაში, მოაქვს სიმდიდრე და კეთილდღეობა.
ეს არის ქვა-ამულეტი, შორ გზაზე მოგზაურთათვის, იგი ხელს უწყობს ზღვის ქარიშხლის დაცხრომას. ტოპაზის გავლენა საშუალებას იძლევა, გამოცნობილი იქნეს მტრის ჩანაფიქრი, გამოითვალოს არაკეთილისმსურველები, აგრეთვე იძლევა საქმეში სასარგებლო რჩევებს.
ტოპაზი კურნავს ასთმას, პოდაგრას, უძილობას, აცხრობს მრისხანებას და ამშვიდებს ნერვებს. მამაკაცებს ანიჭებს სიბრძნეს, ქალებს კი ნაყოფიერებას.


ქალწულისთვის ბედნიერება მოაქვს ნეფრიტს, სერდოლიკს (სარდიონი). იმისათვის, რომ ეს ქვები-თილისმები ფლობდნენ ძალას, ისინი ჩასმული უნდა იყვნენ ვერცხლისა და პლატინის, მხოლოდ არა ოქროს ბუდეში.
ნეფრიტი – მომწვანო ფერის, ნახევრად გამჭვირვალე “სიცოცხლის ქვაა”, რომელიც ამყარებს სასიცოცხლო ძალებს, იცავს ავადმყოფობისგან და ეხმარება შაკიკით, თირკმელებით და ღვიძლით დაავადებულ ადამიანებს. აუმჯობესებს მხედველობას.
ნეფრიტს მოაქვს წარმატება აზარტულ თამაშებში, იცავს ავი თვალისგან, მეხის დაცემისგან და უღვიძებს გარშემომყოფებს სურვილს, შეინარჩუნონ ერთგულება მისი ფლობელის მიმართ.
სერდოლიკი (სარდიონი) – გაუმჭვირვალე, წითელი, მოწითალო-მოყავისფრო, მომწვანო ან თეთრი შეფერილობის ნახევრადძვირფასი ქვაა, რომელიც იცავს მიწისძვრებისა და სხვა სტიქიური უბედურებების დროს.
იგი ანიჭებს მეტ ბრწყინვალებას სილამაზეს, კანს კი სიხალასეს, კურნავს კბილის ტკივილს, ამარცხებს შავ მაგიას, იცავს არაკეთილმოსურნეთაგან, ხდის უფრო მამაცს და ეხმარება საიდუმლოს შენახვაში.
სერდოლიკი ამშვიდებს ძლიერი მრისხანების დროს, იცავს კუჭს გაღიზიანებისგან, აჩერებს სისხლდენას, არეგულირებს გულისცემას, ფანტავს ბოროტ სულებსიცავს ჯადოქრობისგან, არიდებს კამათსა და ამახვილებს ჭკუას.
უფრო ეფექტურია, თუ სერდოლიკი ჩასმული იქნება ვერცხლის ბუდეში.


სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მფარველ ქვებს მიეკუთვნება ოპალი და ლაზურიტი.
ოპალი – მბზინავი, ცისარტყელასებრი ნათების მქონე ძვირფასი ქვაა, რომელიც იცავს ინფექციური დაავადებებისგან. ოპალი, როგორც თილისმა ან ავგაროზი, ყველა წამოწყებაში წარმატების საწინდარია, თუმცა ერთი პირობით, თუ მისი მფლობელი კეთილშობილი ადამიანია, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს საკუთარ თავში ეგოიზმი და სიმდიდრისადმი მისწრაფება.
მაგრამ თუ ადამიანი არ არის მყარი პიროვნება და არასტაბილური ხასიათითაც გამოირჩევა, უმჯობესია თავი შეიკავოს ოპალის ტარებისგან.
ოპალს წინასწარმეტყველებისა და გარშემ მყოფ ადამიანთა გონებაზე ტელეპატური მოქმედების უნარი გააჩნია. ნერვებაშლილი ადამიანისთვის ოპალის ტარება არ არის რეკომენდებული, არ შეიძლება მისი გაჩუქებაც, რადგან იგი იწვევს შურის გრძობას გამჩუქებლის მიმართ.
ოპალი იმედისა და ერთგულების ქვაა, თუმცა ღალატისა და კაპრიზის სიმბოლოსაც წარმოადგენს.
ლაზურიტი – მუქი ლურჯი, იისფერი ან ღია ცისფერი გაუმჭირვალე ქვაა, იგი გულახდილობისა და გულწრფელობის სიმბოლოდ ითვლება, ევროპაში მიიჩნევდნენ, რომ  ოჯახებში, ლაზურიტი, კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი იყო.
ლაზურიტი, არბილებს და ნაკლებად შესამჩნევს ხდის სისუსტეებს, რომელიც დამახასიათებელია სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, მაგალითად, არასაკმარის გამძლეობას, ცვალებადობას მეგობრობასა და სიყვარულში.
ლაზურიტი წმენდს არა მარტო მთელს ორგანიზმს, არამედ ადამიანის ენერგეტიკასა და ბიოველს. ადრე მას შხამიანი ქვეწარმავლების, მორიელის და გველის შხამის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ. ლაზურიტის ქვის, ან სამკაულის ტარება რეკომენდებულია კანის, თვალის დაავადების, ეპილეფსიით, ალერგიით, რევმატიზმით, დერმატიტით დაავადებული ადამიანებისთვის.
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, არ არის რეკომენდებული ონიქსის ტარება.


მორიელის ზოდიაქოს ქვებად ითვლება აკვამარინი, კარბუნკული, მარჯანი, ძოწი.
აკვამარინი – ლამაზი, გამჭვირვალე, მომწვანო-მოცისფრო ფერის ქვაა, იგი ბედნიერი ოჯახური წყვილების სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის თილისმად მიიჩნევა. ეს ქვა აიძულებს მფლობელს, მუდმივად იფიქროს მჩუქებელზე.
აკვამარინი მეზღვაურთა და ზღვაზე მოგზაურთა პროფესიონალურ თილისმად ითვლება, რომელიც იცავს მათ სხვადასხვა სახის ხიფათისა და ფათერაკისგან, მას შეუძლია დააწყნაროს ქარიშხალი და დააცხროს ვნებები.
იგი კარგად კურნავს ყელისა და კბილების დაავადებებს, ამიტომ სასურველია, თუ ამ დაავადების მატარებელნი ატარებენ ვერცხლის ბუდეში ჩასმულ აკვამარინის სამკაულებს.
კარბუნკული – ძოწის სისხლისფერი-წითელი სახეობაა, იგი ფეხმძიმე ქალების თილისმად ითვლება, რომელიც ანიჭებს მათ სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას და უზრუნველყოფს მშობიარობის კეთილად დასრულებას. კარბუნკული აჩერებს სისხლდენას და ჭრილობების წინააღმდეგ მოქმედების ეფექტური უნარი გააჩნია.
ეს ქვა ადამიანების გულებში ბადებს მეგობრულ გრძნობებს, უკუაგდებს შავბნელ ძალებს და ფანტავს მელანქოლიას.
მარჯანი – მოვარდისფრო, მოთეთრო, მოწითალო და სხვა ფერების ქვაა, იგი იცავს ავი თვალისგან, მეხისგან, აფრთხობს დემონებსა და ავ სულებს, ეწინააღმდეგება ცდუნებას.
ეს ქვა აძლიერებს მეხსიერებას, ამსუბუქებს ჭრილობებისა და წყლულების (მათ შორის შინაგანის) მოშუშებას. შესანიშნავი თილისმაა წინასწარმეტყველებისთვის.
ძოწი – ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომოლიც არსებობს რამდენიმე სახეობის და ერთმანეთისგან განსხვავდება შეფერილობით მუქი წითელი, შინდისფერიდან მოყვითალო ფერამდე. ძოწი გულითადი გრძნობების, სიყვარულისა და მაგობრობის სიმბოლოა. ძოწისთვლიან ბეჭედს ჩუქნიან მეგობრობის, ხსოვნისა და მადლობის ნიშნად.
ძოწს სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, იგი ეხმარება თავის ტკივილის, ყელის ანთებისა და თავის ძლიერი ტკივილის დროს. ძოწის არ მოხსნის შემთხვევაში, იგი მფლობელს უზრუნველყოფს კარგი განწყობით, მხიარულებითა და ხალისიანი აზრებით.
ძოწი შეყვარებულთა თილისმადაც ითვლება, მას პატიოსნების ქვადაც თვლიან, ამიტომ მოპარულმა ძოწმა შესაძლოა, უბედურებაც მოუტანოს მფლობელს.


მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მფარველი ქვებია: ამეთვისტო, ტოპაზი, ქრიზოლითი.
ამეთვისტო – იისფერი, ნახევრად გამჭვირვალე ქვაა. მას მოქვს წარმატება ნადირობის და სპორტული შეჯიბრებების დროს, იცავს ზედმეტი ალკოჰოლისა და გადათრობისგან, ადამიანი, რომელსაც თითზე ამეთვისტოსთვლიანი ბეჭედი უკეთია, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ალკოჰოლი ვერ დაბინდავს მის გონებას.
ამეთვისტოს, ჩუქების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს სიყვარული მჩუქებლის მიმართ, ძველ სიყვარულს ამ დროს გულგრილობა ცვლის, ხოლო გული ახალი სიყვარულისთვის არის მზად. ამიტომ წყვილები ფრთხილად და დაკვირვებით უნდა იყვნენ, რომ მათ საყვარელ ადამიანს არ აჩუქონ ნივთი, რომელსაც ამეთვისტოს ქვა ამშვენებს.
ქვას მოაქვს წარმატება, სიმშვიდე და კეთილდღეობა, აწყნარებს ნერვებს, აგვარებს კონფლიქტებს. მიუხედავად ასაკისა, სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, ამეთვისტო ითვლება ბედნიერ ქვად მათთვის, ვინც დაბადებულია მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ.
ძველი გადმოცემით, ითვლებოდა, რომ ქვაზე მზის ან მთვარის ამოტვიფრის შემთხვევაში იგი იცავდა მოწამვლისაგან.
ქვრივი ქალი ან მამაკაცი, რომელიც აღარ აპირებდა დაქორწინებას, ატარებდა ამეთვისტოს, წასული ადამიანის სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად, ამ ქვას “ქვრივის ქვასაც” კი უწოდებდნენ.
ტოპაზი –  ყვითელი, გამჭვირვალე ქვაა, რომელიც ეხმარება ადამიანებს ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის მოპოვებაში, მოაქვს სიმდიდრე. წარმოადგენს ამულეტს შორ გზაზე მოგზაურთათვის. იძლევა მტრისა და არაკეთილმოსურნის განზრახვის გამოცნობის საშუალებას,  მიანიშნებს და კარნახობს სწორ გზას საქმიანობაში. კურნავს სხვადასხვა დაავადებას, ასთმას, ნიკრისის ქარებს, უძილობას.
ამცირებს დაძაბულობას და ამშვიდებს ვნებებს, ანიჭებს მამაკაცებს სიბრძნეს, ქალებს კი ნაყოფიერებას.
ქრიზოლითი – მოყვითალო-მომწვანო ფერის ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომელსაც მოაქვს მშვიდი ძილი, უკუაგდებს ღამის კოშმარებს, კურნავს ენის დაბმას. ოქროს ბუდეში ჩასმული ქრიზოლითი, აძლიერებს მფლობელის სულიერ ძალებს და იძლევა მომავლის განსჭვრეტის საშუალებას. ამიტომ ქრიზოლითის ქვის თვლით დამშვენებულ ოქროს ბეჭდებს ხშირად ატარებდნენ ასტროლოგები და წინასწარმეტყველები.


თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ფორტუნას განსაზღვრავს მეწამული ლალი, მუქი ონიქსი და მწვანე მალაქიტი.
ლალი – მეწამული შეფერილობის ლამაზი წითელი ქვაა. მოაქვს ბედნიერება სიყვარულში, ამიტომ ვისაც სურს, რომ პარტნიორის თანაგრძნობა მოიპოვოს, სასურველია რჩეულს აჩუქოს ალისფერი ლალის ქვა.
დაკიდებული სახით ლალის ტარება, იწვევს პატივისცემის გრძნობას ადამიანებში. კეთილ ადამიანს იგი უფრო კეთილს ხდის, ბოროტს კი ნამდვილ ბოროტმოქმედად აქცევს. კეთილშობილი და მამაცი ადამიანები, ვინც ამ ქვას ატარებენ, ხშირად აღწევენ გამარჯვებებს და ჩადიან გმირობებს.
ლალი იცავს ბოროტი ძალებისგან, სქტიქიური უბედურებებისგან, შხამებისგან, ეპილეფსიისგან, აჩერებს სისხლდენას, კურნავს ჭრილობებს, წმენდს ჰაერს, რომელიც დაბინძურებულია ეპიდემიური დაავადებების გადამტანი მიკრობებით.
ლალს აქვს გამუქების თვისება, თუ იგი გამუქდა, ე.ი. მის მფლობელს განსაცდელი ემუქრება.
ონიქსი – ყავისფერი ან შავი ფერის ნახევრად ძვირფასი ქვაა, მას ,,ბელადების ქვასაც” უწოდებენ. იგი ანიჭებს მფლობელს ძალაუფლებას სხვა ადამიანებზე, ანათებს გონებას და იძლევა მოწინააღმდეგის აზრებში შეღწევის საშუალებას. აძლიერებს მეხსიერებას, იცავს უცაბედი სიკვდილისგან და სიცოცხლის ხელყოფისგან.
ონიქსი, რომელიც ვერცხლის ბუდეშია ჩასმული, კურნავს გულის დაავადებებს, უძილობას, ებრძვის შავბნელ აზრებს და აძლიერებს სიცოცხლის წყურვილს. ონიქსი შესანიშნავი თილისმაა მათთვის, ვინც დაბადებულია შაბათს, ან 8, 17, 26 რიცხვში.
მალაქიტი – ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომელის ფერიც მერყეობს ღია მწვანე შეფერილობიდან მუქ მწვანე შეფერილობამდე. ითვლება, რომ მალაქიტისგან დამზადებული ამულეტები, ამ ქვაში ჩადებული განსაკუთრებული ძალის მეშვეობით, იცავს საფრთხისგან პატარა ბავშვებს. ძველი გადმოცემით, მიიჩნეოდა, რომ მალაქიტს ადამიანი შეეძლო უჩინარი გაეხადა, ხოლო ის, ვინც მალაქიტით მოპირკეთებული თასით მიირთმევდა სასმელს, ცხოველების ენას გაიგებდა.
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, უნდა მოერიდნონ ლაზურიტის ტარებას.


მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მფარველ ქვებად ითვლება ცირკონი და ძოწი.
ძოწი – ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომელიც რამდენიმე სახეობისაა და ერთმანეთისგან განსხვავდება შეფერილობით – მუქი წითელი, შინდისფერიდან მოყვითალო ფერამდე.
ძოწი გულითადი გრძნობების, სიყვარულისა და მეგობრობის სიმბოლოა. ძოწისთვლიან ბეჭედს ჩუქნიან მეგობრობის, ხსოვნისა და მადლობის ნიშნად.
ძოწს სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, იგი ეხმარება თავის ტკივილის, ყელის ანთებისა და თავის ძლიერი ტკივილის დროს. ძოწის არ მოხსნის შემთხვევაში, იგი მფლობელს უზრუნველყოფს კარგი განწყობით, მხიარულებითა და ხალისიანი აზრებით.
ძოწი შეყვარებულთა თილისმადაც ითვლება, მას პატიოსნების ქვადაც თვლიან, ამიტომ მოპარულმა ძოწმა შესაძლოა უბედურებაც მოუტანოს მფლობელს.
ცირკონი – იშვიათი, გამჭვირვალე, ძვირფასი ქვაა, რომელსაც აღმოსავლეთში “ალმასის უმცროს ძმას” ეძახიან.
იგი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, აღძრავს მეცნიერებისადმი და ჭეშმარიტების შემეცნებისკენ ლტოლვას. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს აზროვნების უნარს.
ცირკონი მოგზაურთა და თავგადასავლების მოყვარულთა თილისმადაც ითვლება, იგი აფრთხობს ველურ მხეცებს და იცავს შხამიანი გველების თავდასხმისაგან.


თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მფარველ ქვებად მიიჩნევა მარგალიტი და ამეთვისტო.
მარგალიტი – ღია-ვარდისფერი (ინდოეთის სანაპიროები), ვერცხლისფერი და მოყვითალო (შრი-ლანკას წყლები), ღია მწვანე (იაპონიის ზღვა), თეთრი (ავსტრალია), შავი (მექსიკის ყურე), მოვარდისფრო-მოწითალო (კალიფორნიის ყურე) ქვაა.
მარგალიტი ხელს უწყობს ბედნიერად ცხოვრებასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, მოაქვს ბედნიერება. იგი ანიჭებს თვალებს ბრწყინვალებას და იცავს წყვილებს ცალმხრივი, უპასუხო სიყვარულისგან, ავი თვალისგან. ანიჭებს მომავლის განსჭვრეტის უნარს.
მარგალიტისთვლიანი ბეჭედი იცავს ქურდებისაგან და უპატიოსნო გარიგებისგან, მისი ბრწყინვალება კი დამოკიდებულია მფლობელის ჯანმრთელობასა და განწყობაზე. მფლობელის ავადმყოფობის ან რაიმე უბედურების შემთხვევაში კი ქვა კარგავს ბზინვარებას და უფერულდება.
ამეთვისტო – მელნისფერ – იისფერი, ნახევრად გამჭვირვალე ქვაა. მას მოქვს წარმატება ნადირობის და სპორტული შეჯიბრებების დროს, იცავს ზედმეტი ალკოჰოლისა და გადათრობისგან, ადამიანი, რომელსაც თითზე ამეთვისტოს თვლიანი ბეჭედი უკეთია, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ალკოჰოლი ვერ დაბინდავს მის გონებას.
ამეთვისტოს, ჩუქების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს სიყვარული მჩუქებლის მიმართ, ძველ სიყვარულს ამ დროს გულგრილობა ცვლის, ხოლო გული ახალი სიყვარულისთვის არის მზად. ამიტომ წყვილები ფრთხილად და დაკვირვებით უნდა იყვნენ, რომ მათ საყვარელ ადამიანს არ აჩუქონ ნივთი, რომელსაც ამეთვისტოს ქვა ამშვენებს.
ქვას მოაქვს წარმატება, სიმშვიდე და კეთილდღეობა, აწყნარებს ნერვებს, აგვარებს კონფლიქტებს. მიუხედავად ასაკისა, სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, ამეთვისტო ითვლება ბედნიერ ქვად მათთვის, ვინც დაბადებულია მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ.
ძველი გადმოცემით, ითვლებოდა, რომ ქვაზე მზის ან მთვარის ამოტვიფრის შემთხვევაში იგი იცავდა მოწამვლისაგან.
ქვრივი ქალი ან მამაკაცი, რომელიც აღარ აპირებდა დაქორწინებას, ატარებდა ამეთვისტოს, წასული ადამიანის სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად, ამ ქვას “ქვრივის ქვასაც” კი უწოდებდნენ.

წყარო: http://www.aura.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები