გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი შეეძინა

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი შეეძინა. ინფორმაციას 2020news.ge ავრცელებს.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით კი, აღნიშნული სიახლე გამომცემლობას მომღერლის მეგობრებმა დაუდასტურეს.

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სოფომ ნიუ იორკში იმშობიარა, სადაც ის ბოლო რამდენიმე თვეა დედასთან ერთად იმყოფება.

ერთ-ერთი მეგობრის ცნობით, პატარას ალის-მარია დაარქვეს.

ვინ არის ბავშვის მამა და სოფოს რჩეული, ამაზე საუბრისგან მომღერლის მეგობრები თავს იკავებენ.

წყარო: Primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები