ბარაკ ობამას არასრულწოვანი ქალიშვილი პაპარაცებმა არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს(ფოტოკოლაჟი)

არაფერია ცუდი იმაში, რომ მძიმე სტუდენტური სესიების შემდეგ, მეგობრებთან ერთად საუკეთესო კურორტზე დაისვენო. ალბათ, სწორედ ასე იფიქრა მალია ობამამ, როდესაც დაქალებთან ერთად მაიამის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასტუმროში ნებივრობა გადაწყვიტა. ამ სასტუმროს ხშირად სტუმრობენ კარდაშიანები და ბრიტნი სპირსი.
რა თქმა უნდა, პაპარაცებს არ გამორჩათ ბიკინიში ჩაცმული, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილის იქ ყოფნა და ბევრი ფოტოც გადაუღეს. ესეც არაფერი, რომ არა ამერიკის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც 21 წელს მიუღწეველ ახალგაზრდას ალკოჰოლური სასმლის ყიდვის და დალევის უფლება არა აქვს.
არასრუწლოვან მალიას კი როგორც ჩანს, გართობის გრადუსის აწევა მოუნდა და 80-დოლარიანი ვარდისფერი ღვინო იყიდა. პაპარაცებმა მას უამრავი ფოტო გადაუღეს, სადაც ჩანს თუ როგორ სვამს ალკოჰოლს სტუდენტი გოგონა მეგობართან ერთად. ახლა ამერიკულ მედიაში ისმის კითხვა – რა აზრის არიან ამაზე მისი მშობლები, თუმცა ოფიციალური კომენტარი ობამების ოჯახისგან ჯერ არ ისმის.
 

კომენტარები

სხვა სიახლეები