ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია – გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის

მსახიობს და ტელეწამყვანს გიორგი გოგიჩაიშვილს – გოგიჩას, 49 წლის ასაკში განსაცდელის პერიოდი დაუდგა.
მას მოულოდნელად გაჩენილ მძიმე სენთან ბრძოლა დასჭირდა. რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. რის შედეგად თმები საერთოდ დასცვივდა. ამის შესახებ გოგიჩა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:
– თმა გამცვივდა და წვერი მოვუშვი. მთელი ცხოვრება პირიქით იყო, თმა მქონდა და გაპარსული დავდიოდი. რომ მიცნოთ თავს ამოვატრიალებ.
მოკლედ იმიჯი ბუნებრივად შემეცვალა. ახლა კარგად ვარ, გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები ექიმები მიდგანან. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია და ქიმიასაც დავუახლოვდი.

განაგრძეთ კითხვა: https://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები