ახალი წელი და ახალი მთვარე – ასტროლოგის განმარტება

ხვალ, პირველ თებერვალს, ჩინური ახალი წელი და ახალი მთვარეა. ამის შესახებ ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს:

“რამე ახლის დაწყება გინდა და აქამდე თავი ვერ მოაბი? უენერგიოდ გრძნობ თავს და არ იცი, გამოსავალი სად მოძებნო?

☀️ შენთვის კარგი ამბავი მაქვს⤵️

🎉 1-ელ თებერვალს ახალი მთვარეა მერწყულში ♒ და ვეფხვის🐅 წელიც ამავე დროს იწყება (ჩვენი დროით 09:45 სთ).

➡️ ახალი მიზნები და სურვილები შეგიძლია სამოქმედო გეგმად აქციო. სულ რამდენიმე დღეში კი ყველა პლანეტა დაბრუნდება რეტროგრადულიდან ჩვეულ მიმართულებაზე (ესეც ძალიან მაგარი ამბავია!) და შეგიძლია, შენი გეგმების შესრულებას შეუდგე.

🌙 ახალი მთვარე სატურნთანაა შეერთებაში და კვადრატს ქმნის ურანთან. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული და ჯერ არნახული შედეგების მისაღწევად ასეთივე ახლებური მიდგომები დაგვჭირდება. ვერ დაგპირდები, რომ განსხვავებული გზებით სიარული მარტივი იქნება, მაგრამ შედეგები ნამდვილად გაგაოცებს. მერწყულისა და ურანის გზა დიდ სითამამესა და შინაგან თავისუფლებას მოითხოვს, ეს კი გამბედაობასა და პრინციპულობასთანაა დაკავშირებული. ცვლილებები შენივე რუტინის, შენივე ხედვების შეცვლით დაიწყება. სატურნთან შეერთება მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი ჩვენს საკუთარ პასუხუსმგებლობაზე გადის. კუროში ურანთან კვადრატის მესიჯი კი ძველი კარგად გამჯდარი ჩვევებისა და შეხედულებების გადახედვაა.

🪐 გულწრფელად გაიაზრე შენი რეალობა. დაინახე, სად და რა საჭიროებს განსხვავებულ ხედვას. შემდეგ კი უფრო თამამად გადადგი ნაბიჯები შენი უნიკალური მე-სკენ.
☀️ გაბედე, იყო შენ და ანათო შენებურად!

ბედნიერ ახალ მთვარეს და ახალ წელს გისურვებ! 💫

ვიცი, რომ ბევრს მოგაკლდათ ჩემი პოსტები და უამრავი შეტყობინებაც მივიღე ამის შესახებ.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის 💛😊”-წერს დავით ნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები