ახალი სამყარო – როგორი იქნება მსოფლიო თუ სმარტფონები გაქრება (ფოტოკოლაჟი)

გავაქროთ სმარტფონები და ვნახავთ რას მივიღებთ. ამ პროექტით ამერიკელი ფოტოგრაფი ერიკ ფიქერსგილი დაინტერესდა და სრულიად სხვა სამყარო დაანახა საზოგადოებას.
მან ადამიანებს იმ დროს გადაუღო სურათები, როდესაც ისინი სმარტფონებს მოიხმარდნენ. შემდეგ კი ეს მოწყობილობები “გააქრო” და დარჩა ცარიელი სივრცე მათ ხელებში.
როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ხალხი ვინც დროის უმეტეს ნაწილს სმარტფონის გამოყენებაში ხარჯავს, მოწყვეტილია გარესამყაროს და განიცდის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობას.
​აღნიშნული ფოტოსესიაც სწორედ ამას ემსახურებოდა – თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს რომ ამ პრობლემის გამო, ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენების დაიგნორება ან გამოტოვება გვიწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები