აჭარის საარქივო სამმართველო ილიას მკვლელების ფოტოსურათებს აქვეყნებს

აჭარის საარქივო სამმართველო საცავებში დაცულ ორ უნიკალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლებიც ილია ჭავჭავაძის მკვლელების ფოტოსურათებსა და ანოტაციებს მოიცავს.

საარქივო სამმართველოს ინფორმაციით, დოკუმენტი ჟანდარმერიის ფონდშია დაცული, სადაც 1907 წელს ჟანდარმერიის მიერ ძებნილთა მონაცემებია ასახული. მათ შორისაა საზოგადებისთვის საინტერესო პირების – პავლე ფშავლიშვილისა და ილიკო იმერლიშვილის ფოტოსურათები და მოკლე ანკეტური ანოტაციები.

„ანოტაციებში ნახსენებია, რომ ისინი გამოქცეული არიან მეტეხის ციხიდან. საუბარია 1907 წელზე, საქართველოს უგვირგვინო მეფის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდგომ პერიოდზე. პავლე ფშავლიშვილი, როგორც მოგეხსენებათ, დადასტურებულია, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელი იყო, ხოლო მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობაზე ამ ბოლო პერიოდში ფაქტიურად უეჭველი ცნობებია მოპოვებული“, – ნათქვამია საარქივო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები