აქვს თუ არა კრიმინალური მიდრეკილებები თქვენს შვილს – ამას მისი ზოდიაქოს ნიშნით გაარკვევთ

ალბათ არც ერთი მშობელი არ ოცნებობს იმაზე, რომ მისი შვილი სამომავლოდ ე.წ. “შავი სამყაროს” წარმომადგენელი გახდეს და სისასტიკისკენ გამოიმუშაოს მიდრეკილება. თუმცა, ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, არაერთგზის ვხვდებით ფაქტებს, როცა პატარას წაქეზება ხდება ხშირად ზემოთ ხსენებული სისასტიკისკენ – მამები გაუცნობიერებლად აქეზებენ საკუთარ ნაშიერებს ზოგჯერ ამისკენ – “დაგარტყა? ისე დაარტყი, რომ მეორედ ვეღარ გაბედოს!” “თავი არავის დააჩაგვრინო!” და ა.შ.
თუმცა, ასტროლოგიური კუთხით რომ მივუდგეთ საკითხს, არსებობენ ბავშვები, რომელთაც რაც არ უნდა უჩიჩინოთ და შეაგულიანოთ ნაკლებად გააჩნიათ რისკი სისასტიკისადმი მიდრეკილების გამოსამუშავებლად სამომავლოდ. თუმცა, აქვე ისიც უნდა გაგიმხილოთ, რომ საპირისპირო “ნიჭით” დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშნებიც მოიძებნებიან და შესაბამისად, თუკი თქვენი შვილი ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის მოხვდა ჩემი გულწრფელი რჩევა და მოწოდება იქნება, ნუ გააღვივებთ მასში მონსტრის თვისებებს.
როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ევროპის ქვეყნებში, მცირეწლოვანი მოზარდებით დაკომპლექტებულ პენიტენციალურ სისტემებში შემდეგი სახის შედეგები გამოიკვეთა:
განსაკუთრებული სისასტიკისკენ მიდრეკილნი აღმოჩნდნენ არც მეტი არც ნაკლები – ქალწულები 98% (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათგან ბევრი საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტზეც კი იხდიდა სასჯელს).
მათ გვერდს უმშვენებენ ლომები, მორიელები და ვერძები 91% – მაგრამ ამ ბოლო ორი ნიშნით დაბადებული მოზარდების შემთხვევაში დანაშაულის მიზეზი აფექტური მდგომარეობა უფრო იყო, ვიდრე კარგად დაგეგმილი საქციელი.
დაბოლოს, თავდაცვის ან შურისძიების მიზნით ჩადენილი სასტიკი ქმედებებისკენ აღმოჩნდნენ მიდრეკილი ისეთი ნიშნები, როგორიცაა: თევზები და კირჩხიბი – 87%. ამ ნიშნით დაბადებულ მოზარდთა უმეტესობა კვლევების შედეგად ბავშვობის ასაკში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მათ ფსიქიკას აბსოლუტურად უმართავი და არაჯანსაღი აზროვნების ფორმა ჩამოუყალიბდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები