ასტროლოგი: თვენახევარში ტერაქტებისა და შურისძიების ახალი ტალღა წამოვა

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ევროპისა და შტატების მხრიდან ბრძოლის გააქტიურებაზე საუბრობს. როგორც ასტროლოგმა „კვირა +“ -თან საუბრისას  განაცხადა, წამყვანი ქვეყნები ტერორისტების წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს განახორციელებენ, რასაც ტერორისტების მხრიდან ტერაქტები, დაძაბულობა და შურისძიება მოჰყვება.
ბიძინაშვილის განცხადებით, ტერორისტული თავდასხმები არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში იქნება.

„დაახლოებით თვენახევარში უფრო მძიმე მდგომარეობას მივიღებთ. არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იქნება ომები, ლოკალური ბრძოლები და ტერაქტები. ტენდენციაა იმისკენ, რომ ქვეყნები, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ტერორიზმს, „ნაგვის გასუფთავებას“ დაიწყებენ, იქნება წერტილოვანი დარტყმები, თუმცა ტერორისტების მხრიდან საპასუხო შეტევები მოჰყვება. კოალიციაში შემავალ წამყვან ქვეყნებ
ს, რომლებიც ტერორიზმს ებრძვიან, სირიის კონფლიქტის მოგვარება აქამდეც შეეძლოთ, მაგრამ მათ პირიქით, გააღვივეს ხანძარი, რომელმაც მოგვიანებით უკვე გლობალური ხასიათი მიიღო. შტატებს და ევროპასაც შეეძლო ეს ყველაფერი დაემშვიდებინა. მათ ალბათ ეს ხელს აძლევდათ. შტატებისა და ევროპის ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკა გამკაცრდება. ტერაქტები იქნება იმ ქვეყნებშიც, სადაც აქამდე არ მომხდარა. მალე მარსი გადავა მორიელში და თვენახევარში ტერორისტების მხრიდან ტერაქტების, დაძაბულობის და შურისძიების ახალი ტალღა წამოვა. გააქტიურდებიან სხვადასხვა რეგიონშიც“,- განაცხადა თორნიკე ბიძინაშვილმა.
ასტროლოგის განცხადებით, ტერაქტების სერიას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბრძოლის პლანეტა მარსი საკმაოდ მძიმე, გარდამავალ გრადუსზე იყო.
„ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გრადუსს, ამ გრადუსმა საკმაოდ ნელა გაიარა და ბევრი ტერაქტი მოასწრო როგორც საფრანგეთში, ისე კენიაში და სხვა ადგილებში“, – აღნიშნა თორნიკე ბიძინაშვილმა.
ბიძინაშვილის განცხადებით, ტერორისტული აქტები საქართველოს წესით არ უნდა შეეხოს, თუმცა ამის ალბათობასაც უშვებს. ასტროლოგი საქართველოში უფრო სტიქიურ პრომლემებს ვარაუდობს, იქნება წყალდიდობები და ქარი, განსაკუთრებით კი სტიქია საქართველოს დასავლეთ ნაწილში მოძლიერდება.

„სტიქიური უბედურებები სხვადასხვა რეგიონში მოხდება. ეს იქნება წყალდიდობები და ქარი. ეს ეხება საქართველოსაც, რადგან საქართველოს დასავლეთით გადის სატურნის ხაზი და დღესდღეობით სატურნის ზეგავლენის ქვეშაა. ეს რთული პლანეტაა. სტიქიების ალბათობა უფრო კავკასიაში იქნება და ის საქართველოს დასავლეთ მხარეს შეეხება. დაიწყება აფხაზეთიდან, შემდეგ იქნება აჭარა, გურია… არის შტორმების ალბათობაც“,- განაცხადა ასტროლოგმა თორნიკე ბიძინაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები