“არ ღირს ეჭვიანობა და სასიყვარულო პარტნიორისთვის ზედმეტი პრეტენზიის წაყენება” – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “ფორტუნასთან” დღის პროგნოზზე საუბრობს:

“დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ინტუიტიური თევზების, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს ეჭვიანობა და სასიყვარულო პარტნიორისთვის ზედმეტი პრეტენზიის წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი საქმის ან სამსახურის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგება და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით გულს, მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. ეცადეთ არ გადატვირთოთ კუჭი ზედმეტი საკვებით.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ბეჟი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროა და კირჩხიბს, მორიელის და თხის რქისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები