“არ მოუსმინოთ ჭორებს და არ აჰყვეთ პროვოკაციას” – ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 30 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს „ფორტუნასთან“ აკეთებს:

„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:24-დან 19:42  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფთა მოქმედებას, მეტი დრო დაუთმეთ საშინაო საქმეების მოწესრიგებას. არ მოუსმინოთ ჭორებს და არ აჰყვეთ პროვოკაციას, რისი ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად,

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლის და ცხარე საკვაბის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს და მორიელს“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები