„არ იძინებდა და დედამ საკმაოდ ძლიერად შეანჯღრია, რამაც ჩვილის ტვინში სისხლდენა გამოიწვია“ – ახალშობილის გარდაცვალების გამო დედა დააკავეს

პედიატრები გამუდმებით უმეორებენ ახალგაზრდა მშობლებს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები არ უნდა შეანჯღრიონ. მაგრამ ყველა ვერ აცნობიერებს, რამდენად საშიშია ეს. სანამ სოციალურ ქსელში მილიონერი ბლოგერის მიერ თოვლში გადაგდებული ჩვილის სკანდალს არჩევდნენ, ნამდვილი ტრაგედიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია: თათარსტანში ბავშვი შენჯღრევის გამო ცერებრალური სისხლდენით გარდაიცვალა.

გამომძიებლების თქმით, ოთხი თვის ბავშვი სახლში დილით გარდაცვლილი იპოვეს. ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღენიშნებოდა, მაგრამ გაკვეთამ აჩვენა, რომ ბავშვი ზურგის ტვინში სისხლდენის გამო გარდაიცვალა.

ბავშვის 26 წლის დედა და მისი 32 წლის პარტნიორი უკვე დააკავეს. თავდაპირველად, ბრალდებულები ამბობდნენ, რომ ბავშვი თამაშის გამო დაშავდა. თითქოს მამაკაცი ბავშვს მაღლა აგდებით ათამაშებდა და ეს რყევა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. მაგრამ მომდევნო დაკითხვის შემდეგ დედამ აღიარა, რომ მამინაცვალი შვილს არც კი შეხებია. დედა გაღიზიანდა, რომ ბავშვი არ იძინებდა და რამდენჯერმე ენერგიულად შეანჯღრია, ვითომ დასაძინებლად.

გარდაცვლილი ამ ქალის მეოთხე შვილი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედას სამ უფროსს შვილზე დედობის უფლება აქვს ჩამორთმეული: პირველი შვილი ნათესავმა წაიყვანა, მეორე ბავშვთა სახლში გაგზავნეს, მესამე კი მეურვეობის ორგანოებმა წაიყვანეს. ყველა ბავშვს სხვადასხვა მამა ჰყავს.

დედას ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წაუყენეს, რამაც სიკვდილი გამოიწვია, თუმცა შეიძლება ბრალდება გაუფრთხილებლობით სიკვდილის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ნჯღრევისას საფრთხე აბსოლუტურად რეალურია. ბავშვს თავ-კისრის ოდნავი შერყევაც რისკს უქმნის.

კისრის სუსტი, განუვითარებელი კუნთების გამო თავი ნჯღრევისას ზედმეტად აქტიურად მოძრაობას ყველა მიმართულებით. თუ ბავშვი ძლიერად შეირყევა, ტვინი თავის ქალის კედლებს ხვდება და შეიძლება ქალასშიდა სისხლჩაქცევები, ცერებრალური შეშუპება და ბადურის სისხლჩაქცევები განვითარდეს. ამ სინდრომის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან წლამდე ასაკის ჩვილები.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები