ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – თხის რქა

  როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა, თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას “მხეცი”… ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. “ჩრდილოვანი” მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია…
თხის რქა
თხის რქას გულგრილობის, სნობიზმისა და მერკანტილურობის დემონი უტევს ყოველთვის. მისიანგელოზური მხარე კი ერგულების გასაოცარი უნარი, შრიმისმოყვარეობა, თავდადება და გამძლეობაა.
გულგრილობა და სნობიზმი თხის რქას მაშინ ერევა, როცა ფიქრობს, რომ ადამიანები უმადურები არიან და მხოლოდ მისი გამოყენება უნდათ. თხის რქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი შრომა ფასდება როგორც მატერიალური, ისე ადამიანური თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, დემონს აყოლილი თხის რქა გულგრილი და აბსოლუტურად შეუვალი ხდება. იგი ნაკლებად ითვალისწინებს და უსმენს ვინმეს რჩევას, უემოციოდ ატარებს თხოვნას დახმარების შესახებ, იმ ადამიანების მხრიდანაც კი ვინც ერთ დროს მას კარგის მეტი არაფერი გაუკეთა. დემონის გაძლიერება თხის რქის სულს კრისტალიზაციაში უწყობს ხელს. იგი თითქოსდა იყინება და გული უქვავდება.
იმ შემთხვევაში თუ თხის რქა ყურს მიუგდებს საკუთარ შინაგან ხმას ანგელოზი, რომელიც თავის მხრივ მის ხასიათში თავდადების, ერთგულების უნარს აძლიერებს აუცილებლად მისცემს შანსს კიდევ ერთხელ დარწმუნდეს თუ რამხელა საჩუქარია ამქვეყნად ადამიანური ურთიერთობები და ზრუნვა სხვებზე.
თხის რქის მფარველი ანგელოზია კამბილი. იგი ამ ნიშნით დაბადებულებს აჯილდოებს უნარით მოიპოვონ საყოველთაო აღიარება და პატივისცემა, იმ ადამიანებს შორის ვისზეც ისინი ზრუნვას ავლენენ და პატრონობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები