ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ლომი

   როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა, თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას “მხეცი”… ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. “ჩრდილოვანი” მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია…
ლომი
ლომს ყველაზე მეტად ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის დემონი ებრძვის და უტევს.
მისი ანგელოზური მხარე კი გულუხვობა, სიმამაცე და თავგანწირვის უნარია სხვისი კეთილდღეობისთვის.
როცა ეს ადამიანები საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ძალებს, რომელიც  საკმარისზე მეტი დოზითაც კი გააჩნიათ სხვების დახმარებასა და თანადგომაზე ხარჯავენ, მათში სულიერების დონე მაღლა იწევს და საზოგადოება თავად აღიარებს ლომს ლიდერად. ანუ მიიყვანს იმ პოზიციაზე, რომლისთვისაც ნებისმიერი ლომი ცნობიერად თუ არაცნობიერად მუდმივად იბრძვის ცხოვრებაში.
ასტროლოგიურად ლომის მფარველი ანგელოზია – აქვარილა. იგი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ მუდამ, სულიერად განვითარდნენ და ამ გამოცდილების წყალობით გარშემო მყოფების ცხოვრება უფრო ნათელი, ლამაზი და ბედნიერი გახადონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები