ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტყუპი

   როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა, თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას “მხეცი”… ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. “ჩრდილოვანი” მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია…
ტყუპი
ცნობილი ფაქტია, ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენლებს ენა უჭრით სამართებელივით. შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებულები ენამწარეობის, ავყიობის დემონის გავლენაში ექცევიან მარტივად.
ტყუპის დემონი ავსიტყვაობაში ვლიდება.
მისი ანგელოზური მხარე კი სიცოცხლისუნარიანობასა და ოპტიმიზმში, რომელიც სხვებისთვისაც გადამდებია.
თუ ის დემონის ზეგავლენას ემორჩილება, მისგან “პროფესიონალი მატყუარა” და აფერისტი დგება.
ხოლო ანგელოზის გავლენაში ტყუპს შეუძლია გახდეს სხვების დამხმარე “ვერბალური მაგი”, რომლის სიტყვასაც სამკურნალო ძალა ექნება. მას შეუძლია ადამიანებს სიტყვით უმკურნალოს და მისცეს შვება.
ტყუპის მფარველი ანგელოზი ბაჰრამია, იგი ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ანიჭებს ძალას იმედი და მომავლის რწმენა დაუბრუნონ გარშემო მყოფებს სიტყვის, მჭერმეტყველების ძალის გამოყენებით!

კომენტარები

სხვა სიახლეები