ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – თევზები

  როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა , თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას რომ არ გამოავლინოს გარშემომყოფებთან ურთიერთობისას „მხეცი“ .. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებების და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ „ჩრდილოვანი“ მხარე რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია..

თევზები
თევზების უმრავლესობას ფობიების, ქვეცნობიერის შიშებისა და ილუზიების დემონი უტევს
. მათი ანგელოზური მხარე კი თანაგრძნობის უდიდესი ნიჭი, გულმოწყალება და გასაოცარი ლოიალურობაა გარშემო მყოფების მიმართ.
თევზები ეს ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ნიშანია.
დემონი მას აიძულებს ადამიანების მიმართ, ვინც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აწყენინა, შურისძიების იარაღად ჭორები და ინტრიგები გამოიყენოს.  გარდა ამისა, გადამეტებული სენსიტიურობის გამო თევზები ყველაზე ხშირად ვარდებიან ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის უძირო ჭაობში, საიდან ამოძვრომაც მათ შემდგომში ძალიან უძნელდებათ.
თუკი თევზის ნიშნით დაბადებული საკუთარ თავში გარშემო მყოფებისადმი რეალური, ქმედითი დახმარების უნარსაც გამოიმუშავებს გარდა სიტყვიერი თანადგომისა იგი შეძლებს თვითშეფასება აიმაღლოს მადლიერი საზოგადოების ხარჯზე, ეს ყველაფერი კი მისცემს ძალას აღარასოდეს მისცეს თავს ფსკერზე ჩაშვების უფლება.
მფარველი ანგელოზი ეგალმილა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს, სწორი გზით ცხოვრების შემთხვევაში ქარიზმატულობით, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატებითა და ნამდვილი მეგობრების სიმრავლით დააჯილდოებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები