იტალია ადამიანის გარეშე – ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანა ძალიან დაზარალდა, შესაბამისად, ამოქმედებულია კარანტინის მკაცრი პირობები და მოსახლეობას ქუჩაში გასვლა მხოლოდ გარკვეული პირობებით შეუძლია.
ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს რომის ქუჩები, რომლებიც ბალახით იფარება. სანახაობა საკმაოდ სულისშემძვრელია, რადგან ტურისტულ სეზონზე ქუჩებში ბალახის მაგივრად ათასობით ადამიანი უნდა მოძრაობდეს.