აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოს თვეში ვენერა ლომის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, რომელიც გააძლიერებს ადამიანთა გრძნობებს და უფრო ღია და დემონსტრაციული სიყვარულის გამოხატულება იქნება. ეს თვე დატვირთული იქნება რომანებით და რომანტიკული ურთიერთობებით. ზაფხულის ბოლო თვე დადებითი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც შემოქმედებითია, ორიგინალურად აზროვნებს და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მსგავსი ტიპის ადამინებს დიდი წარმატებას ელოდებათ.
აგვისტოს პირველი დეკადა შედარებით რთულად დაიწყება, დედამიწის ბიოსფერო საკმაოდ არამდგრადი იქნება და შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხძარღვთა პრობლემები. ამიტომ ფრთხილად იყავით, ჩაიტარეთ პრევენციული ღონისძიებები. საქმიანობის მხრივ კი სერიოზული საქმეები შეგიძლიათ დაიწყოთ 7 რიცხვის შემდეგ, მაგრამ უკეთესი პერიოდი 14 აგვისტოს შემდგომ, ახალმთვარეობის მერე იწყება.
6 აგვისტოს პლანეტა სატურნი გაასწორებს თავის მოძრაობას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში და გახდება დირექტული. ეს გამოიწვევს ძველი საქმეების საბოლოოდ გასაწყვეტას, განსაკუთრებით იმ საქმეების, რომელიც დაიწყო 2012 წელს. სატურნი მორიელის ნიშანში იქნება 18 სექტემბრამდე, ასე რომ ზაფხულის ბოლო – შემოდგომის დასაწყისიც პოლიტიკურად ცხელი გვექნება.
გახშირდება ხანძრების ალბათობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. გამწვავდება საომარი მოქმედების ლოკალური კერები.
აგვისტოს თვე, რომლის 23 დღეს განაგებს ლომის ზოდიაქოს ნიშანი, ლომი კი სიმბოლურად განაგებს დასვენებას, დროს ტარებას, ქეიფს, მხიარულებას, სიყვარულს, შოუბიზნესს, ბავშვებს, ამიტომ თქვენც ეცადეთ დასვენების დროს დაისვენოთ, იმხიარულოთ, დაუთმოთ დრო ბავშვებს და ა.შ. რადგან ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი საქმე აქვს. ზოგადად, ეს პერიოდი დადებითად აისახება, ვერძის, ტყუპის, ლომის, სასწორის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებზე.
აგვისტოს მეორე ნახევარი – კარგი პერიოდია, (განსაკუთრებით 14 რიცხვის ახალმთავრეობის შემდგომ) ბრძნული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. მერკური იმყოფება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში და ხელს შეუწყობს ინტელექტუალურ საქმიანობას, წარმატება ექნებათ მათ, ვინც საკითხს ანალიტიკურად მიუდგება და ყურს დაუგდებს თავის შინაგან ხმას. ინტელექტის მმართველი პლანეტა ხელს უწყობს ლოგიკურ, რაციონალურ აზროვნებას, ამ პერიოდში შეიძლება გაიხსნას ყველაზე ჩახლართული საქმეებიც კი. რასაც დამატებით ხელს უწყობს გამარჯვების, წარმატების და დიდი ბედნიერების მმართველი პლანეტა იუპიტერი, რომელიც 10 აგვისტოს დატოვებს ლომის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში.
მესამე დეკადაში, წარმატებების მისაღწევად, საქმიანობაში, ფინანსებში საჭიროა ვიყოთ პრაქტიკულები, პუნქტუალურები და გამოვიჩინოთ მეტი მონდომება და პასუხისმგელობა.
საკმაოდ პოზიტიური პერიოდი დაეწყებათ მიწის და წყლის ზოდიაქოს ნიშნებს. გამონაკლისი თევზების ზოდიაქოს ნიშანია. ეს პოზიტიური პერიოდი გამოწვეულია იმით, რომ ჯერ მერკური და იუპიტერი, შემდეგ კი მზე (23 აგვისტო) ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადავა. ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანებს მოვუწოდებ – იყვნენ აქტიურები, მონდომებულები, კრეატიულები. ვისაც სამსახური არა აქვს, სწორედ ახლა უნდა დაიწყოს აქტიური ძებნა, რადგან იუპიტერის ზეგავლენა დიდი იქნება დაუმეტესობა დასაქმდება.
შედარებისთვის: ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ ტენდენციებს განვუმარტავ: იუპიტერი, რომელსაც მოაქვს წარმატება და დიდი ბედნიერება, მან დაამთავრა თავისი მოქმედება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ის იმყოფებოდა 16.07.2014-დან 10.08.2015 წლამდე. ასტროლოგიაში ლომი სიმბოლურად უკავშირდება ბავშვებს. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, დემოგრაფიულმა მაჩვენებელმა საკმაოდ მაღალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. დაორსულდნენ ისინიც კი, ვინც წლობით ელოდებოდა თავის პირმშოს, მრავალმა ოჯახმა იხარა და იბედნიერა. ეს მარტო იუპიტერის და ლომის ზოდიაქოს დამსახურება არაა, ეს არის ადამიანების დამსახურებაც. აქ მთავარია ვიცოდეთ ციკლების ენა, ვიყოთ საჭორო დროს საჭირო ადგილას. ისევე როგორც ხვნას და თესვას აქვს თავის დრო და წესი, ასეა ასტროლოგიაც და ადამიანთა ცხოვრებაც. ამიტომ ახლა, როდესაც გადავა იუპიტერი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, უკვე დიდი იქნება წარმატების ალბათობა სამედიცინო სფეროში, ტექნოლოგიური განვითარება მიაღწევს მაღალ საფეხურებს. ბევრი უმუშევარი დაიწყებს მუშაობას და ვინც პატიოსნად მუშაობდა, მათ დაწინაურება ელის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორდება პლანეტარული განლაგების ის კონფიგურაცია, რაც 2003 წელს იყო. ამაზე კი უფრო კონკრეტულად 2015 წლის სექტემბრის პროგნოზში მოგახსენებთ.

წყაროhttp://geoastro.ge

თორნიკე ბიძინაშვილი 

კომენტარები

სხვა სიახლეები