ქათამი ეგვიპტურად

90
SHARE

 

ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 500 გრ,
ბრინჯი – 400 გრ,
სტაფილო – 250 გრ,
ხახვი – 150 გრ,
ნიორი – 2 კბილი,
მარილი, წიწაკა, ზეთი, მწვანილი.

მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვთუშოთ. ფილე საშუალო ნაჭრებად დავჭრათ, სტაფილო კი გავხეხოთ და ხახვთან ერთად მოვდაღოთ. შემდეგ ფილე დავუმატოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ, დანაყილი ნიორი დავუმატოთ და ცეცხლზე 20 წუთი გავაჩეროთ. ფილე ბოსტნეულთან ერთად ფორმაში გადავიტანოთ, ზემოდან ბრინჯი დავადოთ და წყალი დავასხათ ისე რომ ბრინჯი დაფაროს. ღუმელში 180 გრადუსლზე 40 – 45 წუთით მოვათავსოთ. უკვე მზა კერძს ბოლოს მწვანილი მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი