“ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს” – ქართველი პროფესორი სექსულურ შევიწროებაზე

223
SHARE

კავშირ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ვინ არის ეს მუწუკი? GIPA – Georgian Institute of Public Affairs თქვენთან მუშაობს? პროფესორია და რამეს ასწავლის სტუდენტებს? მიზოგინიის და დისკრიმინაციის გარდა რას ასწავლის? ეთიკის კოდექსი არ გაქვთ?“, – წერს ბაია პატარაია და ზაალ სიამაშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც შემდეგი ტექსტი იკითხება: “რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი “შესავიწროვებელი” ვერ დავლანდე…. ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს…. არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი“.

FB კომენტარები

კომენტარი