„ერთმანეთი გვეზიზღება“ – ჯიჯი რეჯინი სუბლატსა და ევროვიზიაზე

108
SHARE

„მეგობრებო ყოველთვის ტრ..ში და უბედურებაში ვიქნებით. სანამ არ ვისწავლით ერთმანეთთან დგომას, მაშინაც როცა კარგად ვართ“ – წერს ჯიჯი რეჯინი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და ნინა სუბლატზე, ევროვიზიასა და ქართველების „თანადგომაზე“ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ჯიჯი რეჯინი: „იცით რას მივხვდი? ძალიან უცნაური ერი ვართ. ისტორიიდან სულ მახსოვდა ქართველების ასეთი ვაჟკაცები ერთმანეთის გამო რას არ გააკეთებდნენ…. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთთან შეგვიძლია ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როცა ცუდად ვართ, როცა მეზობლის პანაშვიდია, ან როცა მთავრობა უნდა გადავაყენოთ, სხვა დანარჩენში ერთმანეთი გვეზიზღება.

და რა თქმა უნდა დამავიწყდა მთავარი ყოველთვის ვიღაცის ბრალია!!! ცოტა კონკრეტულად რო ვისაუბრო: რუსეთი გავიდა მეორე ადგილას ევროვიზიაზე, იმიტომ რომ ევროპა ყოველთვის უძვრება ტრაკში ოკ. ეგრე იყოს. მაგრამ რუსეთმა რა რესურსი ჩადო ამ მონაწილეში, ამას რატომ არავინ ამბობს ? რამდენი დაიხარჯა ამ მომღერალში, რამხელა თანადგომა ჰქონდა ამ მომღერალს, გინდ ინტერნეტ, გინდაც სატელევიზიო სივრცეში პირდაპირი ჩართვები, სპეციალურად მიძღვნილი თოქ შოუები და პიარ აქციები!!!

ჩვენ კიდე დღეს მივუძღვენით გადაცემა მის „დემონურ კოსტუმს“ რომელიც სხვათაშორის დარწმუნებული ვარ დაჯდა ზუსტად იმდენი რამდენიც დაჯდა პოლინა გაგარინას თმის ფერი!!! ამ შემთხვევაში ნინა სუბლატი მოგწონთ თუ არა ეს მეორე ხარისხოვანია!!! მეგობრებო ყოველთვის ტრაკში და უბედურებაში ვიქნებით. სანამ არ ვისწავლით ერთმანეთთან დგომას, მაშინაც როცა კარგად ვართ!!! ჩვენი პოხუიზმი ერთმანეთის მიმართ, უპატივსცემლობა და სიბოროტე არის ჩვენი მტერი!!!

ნინა გილოცავ!!! ნამდვილი ბრილლიანტ ხარ. და მადლობა იმისთვის რომ პირველად ამ კონკურსის ისტორიაში ვიამაყე GEORGIA – ს გამოცხადების დროს“!!!

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი