ISIS-ს მკვლელი პრეზერვატივები – რა ჩაიდინეს ტერორისტებმა რუსული ავიაციის გასანადგურებლად (ვიდეო+ფოტო)

სირიაში მოიერიშე რუსული სამხედრო ავიაციის გასანადგურებლად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ ISIS, წარმოუდგენელი მკვლელი ტექნოლოგია გამოიგონა – “მკვლელი პრეზერვატივები” – ერთჯერადი რეზინი, რომელიც კაცობრიობამ მამაკაცის (და არა მხოლოდ) სხეულის ძირითადი “იარაღის” დასაცავად გამოიგონა, მუსულმანმა ტერორისტებმა მას ფუნქცია შეუცვალეს და ახლა უკვე, ის თავად გახადეს გამანადგურებელ იარაღად. ერთ დროს თუ ის უსაფრთხო სექსის გარანტი იყო, ახლა უკვე ადამიანის სიცოცხლისთვის, გამანადგურებელ საფრთხეს წარმოადგენს.

კერძოდ, რუსული თვითმფრინავების გასანადგურებლად, ტერორისტებმა პრეზერვატივების გამოყენება დაიწყეს. გაბერილ კონდომებს მათ ნაღმები მიამაგრეს და ზეცაში გაუშვეს. “რეზინის ჯონი!” – ასე დაარქვეს ტერორისტებმა მათ მიერ მოფიქრებულ მკვლელ იარაღს. სკანდალური ინფორმაცია გამოცემა DAILY STAR-მა გაახმაურა და შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა. როგორც ბრიტანული გაზეთი წერს, ტერორისტებმა მტრებზე თავდასხმისთვის “დახვეწილი” მეთოდები გამოიგონეს.

ISIS-ის ინოვაციური გამანადგურებელის სქემა ასეთია: პრეზერვატივები ცისკენ მიფრინავენ, შემდეგ კი ფეთქდებიან. მებრძოლებმა დიდი რაოდენობით პრეზერვატივები ჰელიუმით გაბერეს და მას ასაფეთქებელი მოწყობილობები მიუმაგრეს. ამის შემდეგ მათ მფრინავი ნაღმები ჰაერში გაუშვეს. მათ ასეთი მოწყობილობებით სავსე მთელი საწყობი აქვთ. ჯერ-ჯერობით უცნობია, ჩამოაგდეს თუ არა ტერორისტების გასაბერმა ბომბებმა რუსული ავიაგამანადგურებლები. უცნობია ასევე, შეუძლიათ თუ არა “პრეზერვატივის ნაღმებს” ჰაერში იმხელაზე ასვლა, რა სიმაღლეზეც სამხედრო ავიაცია დაფრინავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტერორისტების მკვლელი გამოგონება, საშიშროებას წარმოადგნეს როგორც მათი მოწინააღმდეგეებისთვის, ასევე სირიაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისა თუ თავად ISIS დაჯგუფებისთვისაც. ვინაიდან, ცაში გაშვებული ნაღმები, არავინ იცის თუ საით წაიღებს მათ ქარის მიმართულება, ან როდის გასკდებიან ისინი (პრეზერვატივები) ჰაერში და კონკრეტულად სად ჩამოვარდებიან.

https://www.youtube.com/watch?v=_JL7EKbQz60

0 1 2 3 4 5 Frame grab shows a pilot of the Russian air force inside the cabin of a military jet during a sortie in Syria Frame grab taken from Russia's Defence Ministry footage shows explosion after airstrikes carried out by Russian air force in Idlib province, Syria Men inspect a site hit by what activists said were air strikes carried out by the Russian air force on Reef al-Mohandeseen area in the western countryside of Aleppo, Syria Frame grab shows a pilot of the Russian air force inside the cabin of a military jet during a sortie in Syria Frame grab shows military jets of the Russian air force during a sortie in Syria Frame grab taken from Russia's Defence Ministry footage shows explosion after airstrikes carried out by Russian air force in Idlib province, Syria A man walks on the rubble of a damaged site hit by what activists said were air strikes carried out by the Russian air force on Reef al-Mohandeseen area in the western countryside of Aleppo, Syria Frame grab taken from footage shows explosion after airstrikes carried out by Russian air force in Idlib province Frame grab shows a military jet of the Russian air force taking off at the Hmeymim air base Demonstrators hold a placard and wave Syrian opposition flags as they protest against Russia's military operation in Syria in front of the Russian embassy in Berlin, Germany Frame grab shows pilots of the Russian air force saluting near a military jet before a sortie at the Hmeymim air base Frame grab taken from footage shows explosion after airstrikes carried out by Russian air force in Hama province Russian President Putin shakes hands with Syrian President Assad during a meeting at the Kremlin in Moscow

კომენტარები

სხვა სიახლეები