GUCCI-ის ექსტრავაგანტულ ჩვენებაზე ქართველი მოდელი გამოვიდა (ფოტოკოლაჟი)

მილანის მოდის კვირეულზე, შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სადაც „Gucci”-ის დირექტორმა ალესანდრო მიკელემ, ორიგინალური პერფორმანსი მოაწყო.
„Gucci”-ის მოდელების უმრავლესობამ, ჩვენებაზე, თოჯინებისგან შექმნილი, საკუთარი თავის იდენტური სახეები წარმოადგინა, შემოდგომა-ზამთრის 2018 წლის კოლექციის წარდგენისას, ალესანდრო მიკელეს გადაწყვეტილებით, მოდელებს დრაკონები და სათამაშო გველები ეჭირათ.
როგორც უცხოური მედია იუწყება, მიკელეს სურდა, საკუთარ თეატრალიზებულ პერფორმანსში, ქაოსისა და შემოქმედების ერთობლიობა წარმოეჩინა.
ალესანდრომ პერფორმანსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჩვენი სამუშაო, ქირურგიული სამუშაოა. ვჭრით, ვარჩევთ და ვატარებთ ექსპერიმენტებს საოპერაციო მაგიდაზე“.
მოდის კრიტიკოსებმა ორიგინალური სამოდელო ჩვენების მიმართ აღფრთოვანება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ჩვენება „ფანტასტიური“ იყო.
ჩვენებაში მონაწილეობა ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემაც მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები