Destiny’s Child-ის წევრები სცენაზე კვლავ ერთად წარსდგებიან

108
SHARE

ჯგუფ Destiny’s Child-ის მონაწილეები კვლავ გაერთიანდებიან. მათი გაერთიანების მიზეზი კი, ბიონსეს საკონცერტო ტურში „On The Run II» მონაწილეობის მიღებაა.
ჯგუფი, კვარტეტის სახით, 1997 წელს დაარსდა. საბოლოოდ ის გარდაიქმნა ტრიოდ, რომლის წევრები იყვნენ ბიონსე, ქელი როულენდი და მიშელ უილიამსი. ჯგუფმა ოთხი სტუდიური ალბომი გამოუშვა.
მას შემდეგ, რაც ქელი როულენდი და მიშელ უილიამსი, ბიონსეს, კალიფორნიის მუსიკალური ფესტივალის Coachella -ს სცენაზე შეუერთდნენ, ტრიომ განაცხადა, რომ ერთად მომავალში კვლავ გამოჩნდებიან. გამოცემა „The Sun“-ის წყარო აცხადებს, რომ თითოეულ მათგანს თავისი ვალდებულებები და ოჯახები გააჩნია, მაგრამ კონცერტებზე გარკვეულ თარიღებში შეძლებენ ჩასვლას და ფანატების გახარებას.
„ეს „Destiny’s Child“-ი სადებიუტო ალბომის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეალური მეთოდია“-ამბობს წყარო.
წინა კვირას იგივე გამოცემა იუწყებოდა, რომ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეიძლება ბრიტანული პოპ-კოლექტივი Girls Aloud-იც შეკრიბოს. შვედურმა კვარტეტმა ABBA-მ კი, 35-წლიანი პაუზის შემდეგ, ორი ახალი სიმღერა გამოუშვა.

FB კომენტარები

კომენტარი