სკოლაში მიმავალი მოსწავლე აქციაზე სპეცრაზმის ფონზე (ფოტო)

სოციალურ ქსელში დღეს დილას გადაღებული ფოტო ვრცელდება, სავარაუდოდ რუსთაველზე, სადაც ბავშვი დილით სკოლაში წასვლას ცდილობდა, აქციის გამო პოლიციის მიერ გადაკეტილი ქუჩების შედეგად კი ეს ვერ მოახერხა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოგვიანებით აქციის მონაწილემ შეძლო მისი სხვა ქუჩით წაყვანა, ბავშვი კი მანამდე სავარუდოდ დედას ურეკავდა.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება:

„ბავშვი დილით ადგა, პატიოსნად მიდიოდა სკოლაში და ეს სურათი დახვდა. პოლიციამ არ გაუშვა. დედას ურეკავდა. მერე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ წაიყვანა ალტერნატიული გზით, კანცელარიიდან ავიდეთო. თუ ისიც გადაკეტილი არ დახვდა…“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები