ფიდელ კასტროს გაზრდილმა ნიანგმა ადამიანი დაკბინა

სტოქჰოლმის აკვარიუმში ნიანგმა, სახელად “კასტრო” 70 წლამდე მამაკაცი დაკბინა.
“კასტრომ”, რომელიც ფიდელ კასტროს საკუთრება იყო, ადამიანი მას შემდეგ დაკბინა, რაც მან აკვარიუმთან მისვლისას დამცავი ბარიერები დაარღვია.
ცნობისთვის, ნიანგი კუბის ყოფილი ლიდერის, ფიდელ კასტროს საკუთრება იყო, რომელმაც ის მეორე ნიანგთან – სახელად “ჰილარი” 1978 კოსმონავტ ვლადიმერ შატალოვს აჩუქა. ამ უკანასკნელმა კი ის შვედეთს, სტოქოლმის აკვარიუმს 1981 წელს მიჰყიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები