სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მოჭიდავის, ჯაბა ყველაშვილის ვარჯიშის დროს გადაღებული სურათი გავრცელდა, რაზეც იწერებოდა, რომ მას ეხურა ქუდი წარწერით – RUSSIA. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოჭიდავეს ქუდზე არა RUSSIA, არამედ – RUSSELL-ი აწერია.
აღნიშნულ ფაქტს ის “ფეისბუქის” მეშვეობით გამოეხმაურა და საზოგადოებას, ინტრიგების გავრცელების ნაცვლად, სპორტში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისაკენ მოუწოდა:
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე, ვარჯიშის დროს, მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა, ყველას ვთხოვო – ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL-ი და არა – RUSSIA. გთხოვთ, გვაცადოთ მშვიდად ვარჯიში და, ინტრიგების ნაცვლად, დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით…!!!!”, – წერს მოჭიდავე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
სხვა სიახლეები