ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ამერიკელ ნიკოლ ჟორდანიას შემდეგ, უკრაინელ ანასტასია ოსტროვსკაიაზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა მინისტრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც ირკვევა, მან უკრაინელ გოგონაზე ექვსი თვის წინ იქორწინა. წყვილი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს.
ცნობისათვის, ალექსანდრე კვიტაშვილს პირველი ქორწინებიდან 13 წლის ნიკოლოზ კვიტაშვილი ჰყავს.