ცნობილმა ბრიტანელმა წამყვანმა, პირს მორგანმა საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ მსახიობ დენიელ კრეიგის მამაკაცურობა, რომელმაც ჯეიმს ბონდის როლი ოთხ ფილმში ითამაშა. ამის მიზეზი ის ფოტო გახდა, რომელზეც მსახიობს ქალიშვილი “კენგურუში“ ჩასმული ჰყავს. მორგანმა საკუთარ ტვიტერში ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით – „ო, აგენტო 007, შენც?“ ფოტოს, ასევე, თან ერთვოდა „ჰეშთეგები“- „#ჩანთა-კენგურუ“, „#ქალაჩუნაბონდი“.
მორგანის ამ პოსტს ბრიტანულ სოციალურ თუ სხვა მედია სივრცეში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
უამრავმა ცნობილმა პერსონამ თუ რიგითმა მამაკაცმა ატვირთა საკუთარი ფოტო, რომელზეც შვილები ასეთ „კენგურუებში“ ჰყავთ ან უბრალოდ, ხელში უჭირავთ. ისინი ცდილობენ აჩვენონ წამყვანს, რომ შვილის არც „კენგურუში“ და არც სხვა ფორმით მისი ტარება მამას მამაკაცურობას არ აკარგვინებს.
უკვე რამდენიმე საათია, მორგანის „ტვიტერზე“ ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს. მორგანმა ხუმრობით დასახმარებლად ტრამპსაც კი უხმო, თუმცა მისმა ამ პოსტმაც დაცინვა და მისი დამატებით გაშარჟება გამოიწვია.
სხვა სიახლეები