გია თევდორაძე: ქალი ლოგინში მაინც უნდა ვარგოდეს…

პარტია „ევროპული საქართველოდან“ ახლადწასული გია თევდორაძე, სოციალურ ქსელში ქალბატონებზე და მათ შესაძლებლობებზე ალაპარაკდა.
„ისე „რავა ვთქვა და…“ ქალს ან გონება უნდა ჰქონდეს, ან სული, ან და… ლოგინში მაინც ვარგოდეს“, – წერს გია თევდორაძე.
ვალში არც სხვა „ფეისბუქსმომხმარებლები“ ჩამორჩნენ და პოლიტიკოსმა ბევრი „კარგი პასუხიც“ მიიღო. გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:
„ლოგინში სადღა ნახე?“
„ძალიან მიხარია, ამ აზროვნების ადამიანი რომ წავიდა ჩვენი პარტიიდან“
„მაგათ გაყინული სკუბრია ჯობია“
„და კაცს?“
„ლოგინში რომ ვარგოდეს სულიც ექნებოდა და გონებაც!“
„ლოგინი არ უნდა გეხსენებიათ, რომ გკითხონ რა იციო? უფრო შემოგეყრებათ გულზე“
“ქალი ლოგინში უნდა ვარგოდეს” ხალხი ნამდვილად არ უნდა იყოს ევროპულ საქრთველოში“.
„უკაცრავად მაგრამ შ** გაქვთ!“
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ კიდევ 140 წევრმა დატოვა. პარტიის წევრების ნაწილმა გაერთიანებულ ოპოზიციას – “ძალა ერთობაშია” კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნული განცხადება ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიორგი თევდორაძემ, გააკეთა.

კომენტარები

სხვა სიახლეები