ამერიკის პირველი ლედი კიმ კარდაშიანი გახდება?

რეპერმა კანიე უესტმა ჩიკაგოს ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერში განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
„დიახ, 2024 წელს, ეს 100 %-ით შეიძლება მოხდეს“, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
კანიემ დაამატა, რომ ის კი არ „ეცდება“, რომ გახდეს პრეზიდენტი, არამედ თუკი გადაწყვეტს ამას, მაშინ ეს ნამდვილად მოხდება. კანიე უესტმა აქამდეც ისაუბრა იმის შესახებ, რომ სურს პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს. ასევე, რეპერს არაერთხელ გამოუხატავს თავისი მხარდაჭერა დონალდ ტრამპის მიმართ. უესტმა მას თავისი „ძმაც“კი უწოდა.
რას ფიქრობს მეუღლის მიზნებზე და სურვილებზე პოპ დივა კიმ კარდაშიანი, უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, პირველი ლედის სტატუსის მიღებით, აღფრთოვანებული უნდა იყოს. როგორც ცნობილია, ის ყოველთვის მხარს უჭერს კანიე უესტს, რომელსაც 2014 წელს ცოლად გაჰყვა და რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.
2015 წელს კიმ კარდაშიანი ჟურნალმა „Time” მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების რიცხვში შეიყვანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები