ქალების შესაშინებლად, სერიული მოძალადე მახრჩობელა გველს იყენებდა

შოტლანდიელ სერიული მოძალადეს, რომელიც მსხვერპლთა საწამებლად, სამმეტრიან მახრჩობელას იყენებდა, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ერთ-ერთი ქალი მან ხუთი წლის განმავლობაში უთვალავჯერ გააუპატიურა. მეორე მსხვერპლი იმდენად იყო შეშინებული, რომ როდესაც ის პოლიციამ იპოვა, კარადაში იმალებოდა და ხელში დანა ეჭირა.
38 წლის ჯონ დიქსონს 2000-2017 წლების განმავლობაში 4 მსხვერპლი ჰყავდა. ის ბრალდების ხუთი პუნქტით ცნეს დამნაშავედ, მათ შორისაა ბრალდებები გაუპატიურებასა და ძალადობაში. ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს უამბო, რომ მოძალადე მახრჩობელა გველს იყენებდა მის შესაშინებლად. გაუპატიურება კი იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ეს მისთვის უკვე ნორმად იქცა. ქალის თქმით, ჯონი მას მუდმივად სცემდა და ბინძურ სიტყვებს ეძახდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, ჯონი ერთი საათის განმავლობაში სცემდა ქალს. ერთ-ერთი დაზარალებული, გაუპატიურების შედეგად, დაორსულდა კიდეც.
სასამართლოში დიკსონმა აღიარა, რომ ზედმეტად სასტიკი იყო დაზარალებული ქალების მიმართ, მაგრამ განაცხადა, რომ ისინი არ გაუუპატიურებია, რადგან მისი თქმით, მათ შორის სექსუალური კონტაქტი ნებაყოფლობითი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები