ანა მარგველაშვილი კესარიას: მიყვარხარ და არ მიაქციო არავის ყურაღღება



გადაცემა „სხვა რაკურსის“ ანონსიდან ჩანს, რომ იუნა შაფათავასა და კესარია აბრამიძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა. გადაცემის ანონსს სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა მარგველაშილი კესარია აბრამიძეს დადებითად აფასებს.

„კესოოო, ჩემო საყვარელო, მაინც ამხელა ამბავს იწვევ და არ აძლევ მოსვენებას ამდენ “ლამაზ ქალბატონს”. ეს, მე მგონი, ძალიან ბევრის ნიშანია და ის, რომ ლამაზი ხარ, მაგაზე არ ვლაპარაკობ. ბევრისთვის მინახებია შენი სურათი და სულ ვამბობ, ასეთ მაგარ ვიდზე კიდევ ბევრი ქალი ვერ იქნება -თქო. მაგრამ მთავარია ის, რო ბოღმა და ბოროტი არ ხარ და შეხედავ ამდენ ვითომ ლამაზ ქალს, რომლების იწეწავენ და გაგეცინება. მიყვარხარ და არ მიაქციო ყურაღღება არავის. შენ თვითონაც იცი კარგად კველაფერი”, – წერს პრეზიდენტის ქალიშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის ქალიშვილის ამ სტატუსს დავით ქაცარავას მეუღლე სოფიო ხაჭაპურიძეც გამოეხმაურა.

სოფიო ხაჭაპურიძე: ”ანა, აქ კესოზე აპელირებით სხვა უამრავი ვიღაც გამოდის და მე პირადად მაყენებს შეურაცხყოფას. ამაზე რას იტყვი? ეს რა ფენომენია? კესოს იცავენ? რა ურთიერთობის ფორმაა? დისკრიმინაციას ჰგავს, არა? მითუმეტეს, როდესაც კესოზე ცუდს არაფერს ვამბობ.” ეგრეთ წოდებული ქალი” მიწოდეს, ეს მისაღებია? იუნასაც აყენებენ შეურაცხყოფას, დახედე კომენტარებს. ეს რა არის? კესოს სილამაზე აკეთებინებს ამას?”

ანა მარგველაშვილმა სოფიო ხაჭაპურიძეს კომენტარით უპასუხა.

ანა მარგველაშვილი: ”შეურაცხყოფა არ არის მისაღები არცერთ ფორმაში არავის მიმართ, მაგრამ მე უბრალოდ ვიცნობ ამ ადამიანს, რომლისგანაც ყოველთვის პოზიტივი და დადებითი ენერგეტიკა მოდის. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ ამდენ ქალს თუ არ ასვენებს მისი ასეთი გარეგნობა, ესე იგი თავის თავით არ არიან კმაყოფილები და გარეგნობითაც არ ვაპირებ არავის განსჯას. ყველას ჩვენ ჩვენი გემოვნება გვაქვს. ეს ჩემი პირადი არჩევანია. ვთვლი, რომ კესო ბევრ ქალს ჯობია.”

[youtube]https://www.youtube.com/watch?x-yt-ts=1422411861&v=VYC2Wo_z6BU&x-yt-cl=84924572[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები