აშშ-ს მეცნიერებმა ადამიანის უკვდავების „გასაღებს“ მიაკვლიეს

სტენდფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა იმ ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნების უსაფრთხოდ გაზრდა ისწავლეს, რომლებიც ადამიანის დაბერების პროცესს უკავშირდებიან. ახლა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათი აღმოჩენა უკვდავების მიღწევის „გასაღებად“ იქცევა. ქრომოსომების დამაბოლოვებელ უბნებს ტელომერებს უწოდებენ. მათ ორგანიზმში დამცავი ფუნქცია გააჩნია და სხვა ქრომოსომებთან შეერთების უნარი არ გააჩნია, – წერს Hi-News.

ცნობილია, რომ ადამინის უჯრედები დაახლოებით 50 გაყოფის შემდეგ კვდებიან. ეს ტელომერების ზომის შეკუმშვასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ ადამიანის ტელომერების სიგრძის გადიდების საშუალება აღმოვაჩინეთ…“ – აღნიშნავენ მეცნიერები. ეს, სპეციალისტების თქმით, ადამიანის ცხოვრებას ბევრი წლით ახანგრძლივებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები