იმაზე, რომ აბორტი მკვლელობის ტოლფასია, დღეს აღარავინ კამათობს. ამ თემაზე არაერთი რამ თქმულა, თუმცა ფაქტი ისაა, რომ პლანეტაზე აბორტების რაოდენობა დიდად არ შემცირებულა და ჩვენი ქვეყანაც არ ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომლებშიც საკმაოდ დიდი რაოდენობის აბორტები კეთდება. სხვა არგუმენტებს შორის, რაც არსებობს იმისთვის, რომ მუცელში მყოფი შვილი არ უნდა მოკლა, არსებობს კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი – მეცნიერებმა თუ უბრალო ადამიანებმა, დაკვირვებების თუ გამოცდილების საფუძველზე, დაასკვნეს, რომ მოკლული ნაყოფი შურს იძიებს მათზე, ვინც თავიდან მოიშორა და არ მისცა დაბადების უფლება.
პირველ რიგში, ის “შურს იძიებს” დედაზე. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, აბორტი მკვეთრად აზიანებს საშვილოსნოს ყელს, ასევე მისი გაკეთების შემდეგ მატულობს სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადების რისკი. მკერდის სიმსივნის გაჩენას დიდად უწყობს ხელს ისეთი სახის ჩარევები, როგორიც აბორტია. ეს არაერთხელ დაადასტურეს ექიმებმა და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქალებს, თუ ექიმის დასკვნით არ ხდება ნაყოფის იძულებითი მოცილება (სხვადასხვა ისეთი მიზეზის გამო, რომლის დროსაც აბორტის გადაწყვეტილებას მედიკოსები ღებულობენ), არაფრით არ გადადგან დამოუკიდებლად ეს ნაბიჯი, რადგან ამით პირველ რიგში საკუთარ ორგანიზმს უქმნიან სერიოზულ საფრთხეს. მით უმეტეს, თუ აბორტი პირველი ორსულობის დროს კეთდება, კიდევ უფრო მეტად დამანგრეველია – ის სერიოზულად ვნებს ქალის რეპროდუქტიულობას და დიდ რისკს შეიცავს, რომ ქალი მეტად ვერარ დაორსულდეს.
აბორტის შედეგებზე, იქნება ეს ოპერაციული ჩარევით თუ ბოლო დროს ძალიან პოპულარული მეთოდით – აბებით, მანაც კარგად იცის, ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს. ბევრჯერ გაგვიგონია, რომ იძულებით მოცილებული ბავშვები ქალებს იმქვეყნიურ ცხოვრებაში ეცხადებიან და პასუხს სთხოვენ მიღებული გადაწყვეტილების გამო. გარდა ამისა, უამრავი შემთხვევაა იმის დასტური, რომ დედას მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც უწევს პასუხისგება.
როგორც სხვადასხვა სახის დაკვირვებამ ცხადყო და როგორც რამდენიმე დედამ ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა, მუცელში მოკლული ნაყოფის შურისძიება ნამდვილად არსებობს. ნაყოფი თითქოს “შურს იძიებს” არა მხოლოდ დედაზე, არამედ თავის “შესაძლო დედმამიშვილებზე”, რომლებსაც მეტად გაუმართლათ და დედამ მათი გაჩენის გადაწყვეტილება მიიღო. დედისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის გარდა, მას მერე, რაც ქალი “არასასურველ” ნაყოფს იშორებს თავიდან, მის სხვა შვილებს აუცილებლად ხვდებათ რაიმე ხიფათი, დაავადების თუ სხვა სახის უსიამოვნების სახით. ეს კიდევ ერთხელ დააფიქრებს ხოლმე დედებს გადადგმული ნაბიჯის მართებულებაზე.
ანა, 30 წლის:
– 3 შვილი მყავდა და მოულოდნელად, როცა უმცროსები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ისევ დავორსულდი. მანამდე აბორტის შემთხვევა არ მქონია. ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, რომ კიდევ გამეჩინა. უამრავი პრობლემა მეხვია თავს და რაღაც აბების მეშვეობით მოვიშალე მუცელი – ერთი თვის იყო ნაყოფი, დაახლოებით. ზუსტად რამდენიმე დღეში ჩემს უმცროს შვილებს ერთდროულად შეხვდათ შედარებით უმტკივნეულო ბატონები – ჩუტყვავილა, რომელიც ჩვენ გარშემო ყველა ბავშვმა მარტივად გადაიტანა. ვერ აგიწერთ, როგორ გავწვალდით. ერთი განსაკუთრებით დაიტანჯა – სულ მაღალი სიცხეები ჰქონდა, ყველგან დააყარა, არაფერი არ შველოდა, ისეთი ქავილი ჰქონდა, მუცელი სტკიოდა, გული ერეოდა. თითქმის ერთ კვირაზე მეტი ბავშვი დატანჯული იყო. გაოგნებული იყო ექიმიც, ახალი გაკეთებული აქვს აცრა და ასე ძალიან არ უნდა ჰქონდეს გამიზეზებულიო. სოფელში მყოფი ნათესავი სწორედ მაშინ ჩამაცივდა, რამე ისეთი ხომ არ გააკეთე, ბატონები ხომ არ გააბრაზეო. მაშინ დავფიქრდი, რომ ერთი კვირით ადრე ბავშვი მოვიშორე… ეს სწორედ ღვთის სასჯელი იყო ჩემი საქციელისთვის, რომელიც ჩემს პატარა შვილზე გადავიდა ჩემი გაუაზრებელი ნაბიჯის გამო. ღვთის წყალობით, გამოვკეთდით და მალე დავუბრუნდით ჩვეულებრივ ყოფას, თუმცა მას მერე მყარად გადავწყვიტე, რომ ასეთ ნაბიჯს აღარ გადავდგამ და თუ დავორსულდი, აუცილებლად გავაჩენ ბავშვს.
ლიანა, 60 წლის:
– ჩემი ახალგაზრდობის დროს აბორტს ასე აქტიურად და ასე მწვავედ არ განიხილავდნენ. მაშინ ასე ქრისტიანულად არ გვზრდიდნენ და არც ვუფიქრდებოდით, რას ჩავდიოდით. მეც და ჩემს გარშემო უამრავ ქალს, „პრაქტიკაში“ 15-20 და ზოგს გაცილებით მეტი აბორტიც კი ჰქონია. როდესაც ცხოვრება შეიცვალა, გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას, დავიწყე ეკლესიაში სიარული, სხვა თვალით შევხედე ამ მოვლენასაც. ყოველდღე გულწრფელად ვინანიებ ჩემს საქციელს და ღამითაც ხშირად ვნახულობ იმ დაუბადებელ პატარებს… ეს ჩემი ჯვარია, რომელიც უნდა ვატარო. რაც შეეხება შურისძიებას, ასეთი რამ მართლაც არსებობს. ახლა რომ ვუფიქრდები ხოლმე, ყოველი მსგავსი ნაბიჯი აუცილებლად გაგრძელდებოდა ხოლმე რაიმე ხიფათით ჩემი შვილების ცხოვრებაში – ან ავად ხდებოდნენ, ისე, უეცრად, ან რაღაც ტრავმას იღებდნენ. ეს ახლახან გავაცნობიერე, დაახლოებით გადავხედე ჩვენი ცხოვრების ეტაპებს და მივუსადაგე იმ თარიღებს, როცა აბორტებს ვიკეთებდი… ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გამოცდილებიდან ვურჩევ ქალებს, ნუ გადადგამენ ამ ნაბიჯს. თუ ღმერთმა მოგცათ შვილი, გააჩინეთ და ღმერთი მისი მოვლის საშუალებასაც მოგცემთ. ნუ გაიმეტებთ თავს ამ განსაცდელისთვის – ამაზე ფიქრი მთელი ცხოვრება აღარ მოგასვენებთ… თუ ფიქრობთ, რომ არ გინდათ შვილის გაჩენა, მაშინ წინასწარ იზრუნეთ იმაზე, რომ არ დაორსულდეთ. უამრავი საშუალება არსებობს, რომ თავი დაიცვათ არასასურველი ორსულობისგან. ბავშვის მოკვლას, ეს ბევრად ჯობს.
ნინო, 30 წლის:
– მეც მომიწია არაერთხელ აბორტის გაკეთებამ. სავსებით ვაცნობიერებ, რომ ეს საშინელი დანაშაულია და ვიცი ისიც, რომ ახლაც და მერეც მომეკითხება ამის გამო, მაგრამ სრულიად შეუგნებელი ოჯახი შემხვდა და ვერაფერს გავხდი. არც ქმარს არ ესმის, რატომ უნდა დავიცვათ თავი – როცა მას მოესურვება, მაშინ უნდა დაწვეს ცოლთან, ყოველგვარი სიფრთხულის დაცვის გარეშე, ხოლო დედამთილს მიაჩნია, რომ საჭირო აღარ არის ბავშვი – ორი შვილი საკმარისია და ყოველი მორიგი დაორსულების შემდეგ თვითონ მაგზავნის ექიმთან. ერთი-ორჯერ ვცადე გაბრძოლება, მაგრამ არაფერი გამომივიდა და მივყვები დინებას. მით უმეტეს, ჩემ გარშემო ცოტა არ არის ისეთი, ვისაც ასეთი შეუგნებელი ქმარი ჰყავს და ისინიც ხშირად იკეთებენ აბორტს. ზოგს კიდევ სქესის დაგეგმვა უნდა და თუ ის სქესი არ არის, რაც სურს, სამი-ოთხი თვის ნაყოფსაც კი იცილებენ… სხვის ასეთ ამბებს რომ ვიგებ, ცოტა გულზე მომეშვება ხოლმე, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი ბოროტების ჩამდენი… მაგრამ ნამდვილად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებობს ნაყოფის შურისძიება თუ ღვთის სასჯელი, ეს ალბათ ორივე ერთია ამ შემთხვევაში. როცა კი ასეთი რამ ჩამიდენია, იმდენჯერ ცუდად გამხდომია შვილები… თუმცა ჩემს დედამთილს ამას ვერ ვაგებინებ, ვერც ჩემს ქმარს…
წყარო: mshoblebi.ge