სვანეთის ხედის ფონზე გაშიშვლებული ახალგაზრდა მამაკაცის ქცევა სოციალური ქსელის მომხმარებლების განსჯის საგნად იქცა. დღესვე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გადაღებულია თუ როგორ მოახდევინეს სვანებმა მას „უღირსი საქციელისთვის“ ბოდიში.
“კვირა +“ – გთავაზობთ რამდენიმე სახალისო შეფასებას, რომლითაც ფეისბუქმომხმარებლები ახალგაზრდა მამაკაცის ქმედებას ეხმაურებიან.
მალხაზ თოფურია: თავის დროზე მზეჭაბუკის ძეგლი, რომ შევარჩინეთ იმის ბრალია; მარიტა რატიანი: ასე მაინც არ ციოდეს, გამოხატავდა ადამიანი იმ ბიჭისადმი სოლიდარობას;
მაიკო ჩიტაშვილი: რა ვიცი, აწი ბასეინზე სელფიც სარისკოა;
ნელი გორდელაძე: ვინც იმ შიშველ ბიჭს ბოდიში მოახდევინა, ევროპაში რა ვიცი, მაგრამ სამოთხეში ადგილი გარანტირებული აქვს;
ალექსანდრე შელია: სვანებო დღეს ჩაცმული ჩავწვე ლოგინში თუუუ?;
ზურაბ ილიაძე: ბარამიძე და ოქრუაშვილი შეგეყენებინათ თუ მაგარი ბიჭები იყავით!;
ირაკლი ლატარია: ლამაზ გოგოს რომ გადაეღო მასე ფოტო რას უზამდიით?;
ფარნაოზ ჭკადუა: სვანეთში გამხდელების ავტობუსი როდის გადის? კლავიატურაზე კი აკაკუნებთ – გახდა ლაპარაკის ნაცვლად;
ირაკლი ლატარია: წავედი დუში მივიღო დუბლიონკით და მერე დავწვე შუბით, თორე მერიდება რამე არ გამოჩნდეს.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები