სერიალ “ჩემი ცოლის დაქალები”-ის ოფიციალურ გვერდზე მიმართვა გავრცელდა:”მეგობრებო, სანამ რეკლამაზე ვართ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სახელით გადაღებაზე გეპატიჟებიან.
მაგალითად ამ სქრინზე, ვინმე ქეთი დუდუჩავა იტყუება, რომ არის ჩვენი სერიალის ერთ-ერთი ოპერატორი, და იბარებს მსურველს გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად – ეს ტყუილია, როცა ჩვენ გვჭირდება ეპიზოდური როლებისთვის მსახიობები ან მოხალისეები – ამას ჩვენს გვერდზე ანუ აქ ვაცხადებთ.
გთხოვთ, ყოველთვის, როცა მსგავს შეტყობინებას მიიღებთ – გადაამოწმეთ ჩვენთან.
მადლობა, რომ გვიყურებთ!”