ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი თბილისშია! უილიამსი თბილისში გუშინ ღამით ჩამოფრინდა. მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ძალიან აინტერესებს, როგორია ქართველი მსმენელი.
რობიმ იუმორით ისიც აღნიშნა, რომ ცოტათი ეშინია და გვთხოვს, მის მიმართ სიკეთე გამოვიჩინოთ.
„ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, როგორია ეს ქვეყანა, როგორია ქართული კერძები, როგორია ხალხი, როგორ იღებს მუსიკას პუბლიკა. და საუკეთესო გზაა, ეს ყველაფერი გაიგო, ჩამოხვიდე და ნახო. მსმენია, რომ პუბლიკა ვნებიანი, ღია, ემოციურია. და ერთი სული მაქვს, როდის მივიღებ მისგან სიყვარულს“, – განაცხადა რობი უილიამსმა.
შეგახსენებთ, რომ რობი უილიამსის კონცერტი „დინამო“ არენაზე ხვალ, 27 მაისს, გაიმართება.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=LkakUrAoSG0[/youtube]