კანის კინოფესტივალი 2016: მსახიობები – კირსტენ დანსტი და ვანესა პარადი ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ
კანის 69-ე კინოფესტივალი 11 მაისს იხსნება. სტარტამდე ორი კვირით ადრე საორგანიზაციო კომიტეტმა ფესტივალის ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. წელს სხვადასხვა რეჟისორის ნამუშევრებს შეაფასებენ მსახიობები – კირსტენ დანსტი და ვანესა პარადი, ფრანგი რეჟისორი არნო დეპლეშენი, იტალიელი მსახიობი და კინოპროდიუსერი ვალერია გოლინო, დანიელი მსახიობი მადს მიკელსენი, უნგრელი მსახიობი ლასლო ნემეში, ირანელი პროდიუსერი კატაიუნ შაჰაბი და კანადელი მსახიობი და პროდიუსერი დონალდ საზერლენდი. ჟიურის სათავეში ავსტრალიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯორჯ მილერი იქნება.