შემოქმედებითი ზებრახაზი ახლა უკვე ფოთშიც გაჩნდა. როგორც ზღვისპირა ქალაქს ესადაგება, საფეხმავლო გადასასვლელი ფერადი თევზებით მოიხატა. ინფორმაციას მოხატული ზებრახაზის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს. „შემოქმედებითი ზებრახაზები მსოფლიოს ბევრ ქალაქშია და ჩვენი ქალაქები რატომ უნდა ჩამორჩნენ?“, – წერს ჩანადირი და აღნიშნავს, რომ ეს აქციები აუცილებლად გაზრდის ზებრახაზების მნიშვნელობა.
სხვა სიახლეები