კახა მამულაშვილი ბეგაშვილის შვილზე: კონტაქტურია, შორენა სულ მის გვერდითაა

მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის შვილი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას პროდიუსერი კახა მამულაშვილი („მამულიჩა“) ავრცელებს.
„მეგობრებო, ახალი რომ იქნება რამე, დავწერ აუცილებლად. ვიცი, ბევრი ადამიანი ნერვიულობთ, გულშემატკივრობთ. ჩვენც ინფორმაციებს ველოდებით ექიმებისგან.
რაც მთავარია, სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და კონტაქტურია. შორენა სულ მის გვერდითაა. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს კახა მამულაშვილი „ფეისბუქში“.
შორენა ბეგაშვილის შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან რამდენიმე დღის წინ გადმოვარდა. მას იაშვილის სახელობის კლინიკაში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები