კინომსახიობის, პამელა ანდერსონის და მისი ქმრის, ტომი ლის სექსუალურმა კადრებმა მსოფლიო აალაპარაკა. პამელა ანდერსონი, სერიალ „მაშველებიში“ თამაშის გარდა, პარალელურად play boy-სთვისაც იხდიდა. ასევე ითამაშა რამოდენიმე პორნო-ფილმშიც. დევიდ ჰასელჰოფი და პამელა ანდერსონი დიდი ხნის კოლეგები და მეგობრები არიან. პამელა, დევიდს პარტნიორობას 1989 წლიდან უწევს. ჰასელჰოპს ჰკითხეს, ნანახი ჰქონდა, თუ არა მეგობრის თამამი ვიდეო.
„ეს იგივე იყო, რომ ჩემი ცელქი დისთვის მეყურებინა. ვიდეოს ნახვისგან თავი შორს დავიჭირე. თქვენ უყურებდით?“,- კითხვაზე კითხვით უპასუხა მან people-ს ჟურნალისტს.
„არ არის საჭირო, ყველაფერი გაიგო და მოისმინო“, – აღნიშნა საუბრის დასასრულს ამერიკელმა მსახიობმა. ჯერ მაკარტნის, რომელიც ანდერსონთან „ძალიან საშიშ კინო 3“-ში თამაშობს, დევიდისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს. „პამელა მეორედ შემიყვარდა, მაპატიე დევიდ ხომ იცი, რომ გიჟი ვარ“. პამელა ანდერსონი დაქორწინებული იყო ტომი ლიზე 1995-1998 წლებში. ქმარს მსახიობი, „ცხოვრების სიყვარულად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ დაუვიწყარი სამი წელი გაატარა ტომისთან. პამელა მხოლოდ 4 დღე იცნობდა მას, სანამ ცოლად გაყვებოდა. წყვილს 2 ბავშვი ჰყავს. „მე ბედნიერი ვარ, შვილები მაშინ გავაჩინე, როდესაც ჩემი და ტომის სიყვარული ზენიტში იყო“, – აღნიშნა მედიასთან პამელამ.
Next Post
სხვა სიახლეები