აქცია თამბაქოს წინააღმდეგ- ახალგაზრდები კაფეებსა და რესტორნებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას ითხოვენ

 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენლები, სიგარეტის წინააღმდეგ აქციას „ნუ მაბოლებ“- გამართავენ.

აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფე-ბარებისა და რესტორნების შენობებში, სიგარეტის მოწევის აკრძალვას და ამ კუთხით კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. აქციას თეატრალიზებული ხასიათი ექნება. როგორც აქციის ინიციატორები სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერენ, აუცილებელია საქართველოში თამბაქოს რეკლამა აიკრძალოს და მის კოლოფებზე გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების დატანა მოხდეს. ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად აქციაში მონაწილეობას მოხალისე ახალგაზრდები, სტუდენტები და „შავფაროსნები“ მიიღებენ. აქცია დღეს 15:00 საათზე შარდენის ქუჩაზე, სიონის ეკლესიის მიმდებარედ გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები