ჩემი აზრის დაფიქსირების არასოდეს შემეშინდება, არც გივისთან, არც პეტრესთან და არც პავლესთან

მსახიობი თათია სამხარაძე “სხვა რაკურსის” გუშინდელ ეთერს ფეისბუქში ეხმაურება და ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.
“კიდევ ერთხელ და უფრო მარტივად:
კანონი უნდა იცავდეს ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, ეროვნებისა, რელიგიური შეხედულებებისა და მათ შორის !!!! სექსუალური ორიენტაციისაა!!! არც არავის მეტად და არც არავის ნაკლებად!
არ არსებობს არანაირი მოთხოვნა, ევროკავშირის მხრიდან რომ ქვეყანაში დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არის რაზეც ვთქვი რომ ქარის  წისქვილებს ვებრძვით-მეთქი.
ჩემი აზრის დაფიქსირების არასოდეს შემეშინდება, არც გივისთან, არც პეტრესთან და არც პავლესთან.

ინბოქსში სალანძღავი წერილების ერთი ნაკადი უკვე გადავიტანე “მძიმე კაცის” გადაცემის მერე, ამასაც გადავიტან, როგორმე”, – წერს თათია სამხარაძე, რომელსაც საზოგადოება ტასო ბარნოვათი იცნობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები