ინგრედიენტები:
მწარე შოკოლადი – 200 გრ.
ავოკადო – 1 ცალი,
ბანანი – 1 ცალი,
შაქარი – ½ ჭიქა,
კაკაოს ფხვნილი – 1-2 ს/კ.
ყავა – 1ჩ/კ.
კვერცხი – 4 ცალი,
ვანილი – 1 ჩ/კ.
მარილი – 1 მწიკვი.
მომზადების წესი: გამოსაცხობ ფორმას ცხიმი წავუსვათ. ღუმელი 190 გრადუსზე გავახუროთ. ბანანი, ავოკადო, შაქარი და ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი ერთმანეთში ავურიოთ. დავაბლენდეროთ ერთგვაროვან მასისის მიღებამდე. შემდეგ კაკაო, ყავა, ვანილი და მარილი დავუმატოთ და კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ. თითო-თითო კვერცხი დავუმატოთ და თქვეფა განვაგრძო, სანამ არ მივიღებთ თხელ, ერთგვაროვან მასას. მიღებული ცომი ფორმაში გადავიტანოთ და ღუმელში 30-35 წუთით მოვათავსოთ.