ვერძი
თქვენს პროფესიონალურ საქმიანობას სათანადოდ დააფასებენ. წარსულში შესრულებული საქმე წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან.
კურო
არ გაართულოთ ურთიერთობა უფროს თაობასთან. არავის შეაზღუდებინოთ თავისუფლება, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში იმოქმედეთ. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და სამომავლო იდეების განხილვა.
ტყუპი
თუ მიზანი დაისახეთ, გულხელდაკრეფილი ნუ იჯდებით. გამოიყენეთ ნებისმიერი შანსი სასურველის მისაღწევად. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, სამართალდამცველებთან.
კირჩხიბი
კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. არ დაუგდოთ ყური იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი წარმატება არ უხარია.
ლომი
არ დააგვიანოთ საქმიან შეხვედრებზე, არ გაართულოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. განიხილეთ ახალი პროექტები, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
ქალწული
გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული და კრიტიკული. თქვენი გული ღიაა გართობისა და ცვლილებებისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრება გმართებთ; არა აქვს მნიშვნელობა საქმე ბიზნესს ეხება, თუ პირად ცხოვრებას.
სასწორი
დღეს რასაც გაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ, ამიტომ, აკონტროლეთ აზრები. სერიოზულ საქმიანობას ხელი არ მოკიდოთ.
მორიელი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები, დაწყებული საქმიანობა მომავალში ფულს მოგიტანთ.
თხის რქა
წარმატების, აქტიურობის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. არ ჩაიხედოთ სარკეში და მით უმეტეს, არ ილაპარაკოთ მის წინ, რათა თვალი არ სცეთ საკუთარ თავს.
მერწყული
კარგი დღეა ცოდნის მისაღებად. იხელმძღვანელეთ არამარტო პრინციპით “მინდა”, არამედ, პრინციპით – “საჭიროა”. რამდენიმე საქმიანობაში ერთდროულად ჩაერთვებით. მოთმინებით აღიჭურვეთ და დასრულეთ დაწყებული საქმეები.
თევზები
დაასრულეთ დაწყებული საქმეები; გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები. ზოგიერთი საქმიანობის შეცვლას შეეცდება. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge