გოგრის კრემ-სუპი ბრინჯით

ინგრედიენტები: 2,5 ბოსტნეულის ბულიონი, 500 -600 გრ. გოგრა, 100 მლ ნაღები ან არაჟანი, 1 თავი ხახვი, ½ ჭიქა ბრინჯი, კარაქი.
მომზადების წესი: ბოსტნეულის ბულიონი გავაკეთოთ: კარტოფილი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ოხრახუში, კომბოსტო და რამდენიმე მარცვალი შავი პილპილი 20-30 წუთი ვხარშოთ. ბრინჯი მარილწყალში მოვხარშოთ და გადავწუროთ, ხახვი კარაქში მოვდაღოთ.
გოგრა საშუალო ნაჭრებად დავჭრათ და ხახვს შევურიოთ. საჭიროების შემთხვევაში, კარაქიც დავუმატოთ. ბულიონი გადავწუროთ და გოგრას დავუმატოთ. შემდეგ სახურავი დავახუროთ და გოგრის დარბილებამდე ვხარშოთ. მოხარშული ბოსტნეული, გოგრა და ბრინჯი დავაბლენდეროთ, ნაღები დავუმატოთ და გაუჩერებლად მორევით ადუღებამდე მივიყვანოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები