„აი, ის პოეტი ყმაწვილკაცები, ლექსებს რომ “ძარღვიანი” ხმით კითხულობენ” – პოეტების კატეგორიზაცია გურამ შეროზიას მიხედვით
ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ახალგაზრდა პოეტი ბიჭების რამდენიმე ტიპს მსუბუქი იუმორით განიხილავს. “აი ის პოეტი ყმაწვილკაცები: – ტელეფონის „სელფი – მოუდით“ რომ ვიდეოებს იღებენ ბუჩქების ფონზე; – ლექსებს რომ “ძარღვიანი” ხმით და მანერით კითხულობენ; – ხელებს რომ რეტდარტყმული რობოტივით იქნევენ კითხვისას; – “ბაღი-ვარდი-შემიყვარდი” – რითმა რომ აქვთ, ან “ფიქრები-ერთად ვიქნებით” და მისთანანი; – მათ 95%-ს რბილი „ლ“ რომ ულივლივებს და გასდევს რეფრენად; – ზოგი მათგანი ისე აგრესიულად გიხსნის სიყვარულს, აბა, გაბედე და უარი უთხარი, ხელს გამოყოფენ ვიდეოდან და მომენტალურად აგხანჯლავენ; და ის პატარა „ძევჩონკები“, ამ ყველაფერზე რომ ინაბებიან და სახის ხოკვა-პორჭყვნით რომ აზიარებენ. რა უცნაურია ცხოვრება”, – წერს შეროზია სოციალურ ქსელში.