მეცნიერებმა თევზების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც ოკეანის სიღრმეებზე ცხოვრობენ. მორიგი ექსპედიციის დროს წყნარ ოკეანეში კამერამ უცნობი თევზი გადაიღო, რომელიც რეკორდულ – 8143 მეტრის სიღრმეზე დაცურავს.
აღმოჩენილი თევზის ფორმა განსხვავებულია, მას ნახევრად გამჭვირვალე განიერი ფარფლები აქვს, რაც თევზს წყალზე თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.
„ჩვენ შევნიშნეთ თევზი 8 000-ზე მეტი მეტრის სიღრმეზე, ეს ახალი, მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი სახეობაა. მას ძალიან უცნაური პირი აქვს – ის მულტფილმის გმირი ძაღლის პირს ჰგავს“, – ამბობს აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერი ალან ჯემისონი.
თევზის სახეობის კლასიფიკაციის დასადგენად, მეცნიერებმა მისი დაჭერა უნდა მოახერხონ. ჯერჯერობით, ეს არ გამოვიდა.
[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=6N4xmNGeCVU#t=101/watch?v=ABCDEFGH[/youtube]