„დორ ჩარი! ოქროსფერი ოქტომბრის ქალი ვარ” – ქალბატონი, რომელიც ასაკს არ მალავს  (ფოტოკოლაჟი)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დღეს საკუთარ იუბილეს აღნიშნავს. ირაკლი ალასანიას მეუღლეს 44 წელი შეუსრულდა. საკუთარ იუბილესთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკვე მოწიფული მანდილოსანია.

“დორ ჩარი! კარი ავიღე, 44 წლის გავხდი, მაიამ ორი დღით დამასწრო და დუ ბეში დასვა, 55, მაგრამ არ ვბრაზობ და არც მაჩანჩალად მივიჩნევ თავს, რადგან მან ყველაფერი გააკეთა ჩემს სანუგეშებლად, თავისი დაბადების დღის საჩუქრები ტრადიციულად მიწილადა და მითხრა, რომ ვუყვარვარ და სჯერა ჩემი. ოქროსფერი ოქტომბრის ქალი რომ ვარ, ეს ამბავიც დიიიდ კმაყოფილებას მგვრის. შეიძლება თამამად და უპროტექციოდ ითქვას, უებრო, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მანდილოჩიტოსანი ვარ“, – წერს FACEBOOK-ში ნათია ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძე პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას მეუღლეა, ჰყავს 2 შვილი.2011 წლიდან ის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციით არის დაკავებული. არასამთავრობო ორგანიზაცია “კამარამ”,  ნივთიერებაზე დამოკიდებული პირების ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრი დააფუძნა, რომელსაც ნათია ფანჯიკიძე დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს.

0 1 2 3 4 4-2 4-3 4-4 5 6 7 8 8colqmari 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 21-1 21-2 21-3 23 23-2 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 57DA4FEF-456A-424E-A5D8-30480CCA7B1C_mw1024_s_n 58 58-2 58-3 59 60 60-2 62 63 64 65 65-2 66 67 68 69 70 71 72 72-2 72-3 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97

კომენტარები

სხვა სიახლეები